კონუსური ხარისფაშვა
კონუსური ხარისფაშვა (ლათ. Morchella conica) — ხარისფაშვას გვარის სოკო ხარისფაშვასებრთა ოჯახისა.
კონუსური ხარისფაშვა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Morchella conica Pers., 1818 | |||||||||||||||||
|
პირველად აღწერა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1818 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის ქუდის სიმაღლე — 8 სმ-მდე აღწევს, სიგანე — 5 სმ-მდე. კონუსის ფორმა აქვს, ზოგჯერ კვერცხისებრია; ზედაპირი ფიჭისებრი ნაოჭებითაა დაფარული, ნაოჭებში მეორადი ტიხრებია განვითარებული; კიდეები — ფეხთან შეზრდილი; მოყვითალო მურა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებული ჰიმენალური შრე შედგება ცილინდრული ზომის 200-250×15-20 მკმ. ჩანთებისგან, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.
რბილობი — თეთრი ან კრემისფერი, თხელი ცვილისებრი, ნაზი და მყიფე. სწრაფად შრობადი, ფეხს ქვემოთ წყალწყალა, გამოხატული სუნისა და გემოს გარეშე.
ფეხი — მოთეთრო, ცილინდრული, ფუყე; სიმაღლეში — 2-4,5 სმ, სიგანეში — 1,5-3 სმ.
სპორები — ელიფსური, გლუვი, უფერული, ზომით 18-20×10-15 მკმ.
გამოყენება
რედაქტირებაითვლება პირობითად საჭმელ სოკოდ. მოხარშვამდე წვრილად უნდა დაიჭრას და გაითუთქოს მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალი გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.
გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში ერთეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში აპრილის შუა პერიოდიდან ივნისის დასაწყისამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირება- Morchella elata პირობითად საჭმელი სოკოა, რომელიც განსხვავდება უფრო დიდი ზომის ნაყოფსხეულითა და ფერით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 39, ISBN 99940-856-1-1.
- Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А.Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 183).
- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — С. 46.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Morchella conica — Toadstool
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Persoon, CH (1818). Traité sur les Champignons Comestibles (French), გვ. 257.