კონსტანტინე ტაბატაძე
კონსტანტინე ტაბატაძე (დ. 29 მაისი, 1936, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
კონსტანტინე ტაბატაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 მაისი, 1936 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1970 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით ხოლო მოსკოვის ბიზნესის სკოლა ერთობლივი საწარმოებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1989 წელს.
1957-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკურ ბიუროში; 1961-1965 წლებში საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ პირველ არქიტექტურულ სექტორში — ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965-1970 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1970-1972 წლებში ამავე განყოფილების გამგე; საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1997 წლიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენინდუსტრიის, საშენ მასალათა წარმოებისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა თბილისის, მცხეთის, ბაზალეთის, თელავის, ლაგოდეხის, ფასანაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის, ვარძიის, გორის, ქუთაისის, ჩაქვის, მწვანე კონცხის, ციხისძირის, ბათუმის, სოხუმის, ახალი ათონის და სხვა ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი უნიკალური ახალი ათონის მღვიმის კეთილმოწყობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 524-525