კომაგენეს სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან კომაგენე)

კომაგენეს სამეფო (ბერძ. Βασίλειον τῆς Kομμαγηνῆς) — ყოფილი სამეფო[1][2] ელინიზმის[3] ხანაში, რომელიც მდებარეობდა ყოფილი ქალაქის, სამოსატას გარშემო, ეს ქალაქი იყო სამეფოს დედაქალაქიც. ამ ქალაქის ძველი დასახელების ქუმუხის გამო ეწოდა სამეფოს კომაგენე[4]. კომაგენეს სამეფო მდებარეობდა სომხეთის, პართიის, სირიისა და რომის სამეფოებს შორის[5]. მის მმართველ ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთის მმართველ ორონტიდების დინასტიასთან. სამეფოს ტერიტორიაზე თანამედროვე თურქეთის პროვინციები: ადიამანი და გაზიანთეფი მდებარეობენ[6].

კომაგენეს სამეფო
Βασίλειον τῆς Kομμαγηνῆς


ძვ. წ. 16372
დედაქალაქი სამოსატა
ენა ბერძნული (ოფიციალური), სომხური, არამეული, სპარსული
მმართველობის ფორმა მონარქია

ცოტა რამაა ცნობილი ძვ. წ. II საუკუნეში კომაგენეს სამეფოს დაარსების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს კომაგენე ჩამოყალიბდა უფრო დიდი სახელმწიფოს ნაწილზე, რომელსაც მოიცავდა სოფენეს სამეფოს. მოგვიანებით კომაგენეს მეფეები გახდნენ სომხეთის მმართველი ორონტიდების დინასტიასთან დაახლოებული პირები, აქედან გამომდინარეობს კავშირი სომხეთის სამეფოსთან, თუმცა ამ ცნობები დაუზუსტებელია[7].

ღვთაების ფიგურის თავი ნემრუტ-დაღის მთაზე

ეს კონტროლი ძვ. წ. 163 წლამდე გაგრძელდა, სანამ ადგილობრივმა სატრაპიის მმართველმა პტოლემეოსმა სელევკიდების სახელმწიფოს მმართველი ანტიოქე IV ეპიფანეს[7] სიკვდილის შემდეგ თავი დამოუკიდებელ მმართველად არ გამოაცხადა. კომაგენეს სამეფომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ახალი წელთაღრიცხვის 17 წლამდე შეძლო. ამ წელს იგი იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიპყრო და მას შემდეგ ის რომის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო. კომაგენეს სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა ანტიოქე IV-მ (კომაგენეს სამეფოს მეფე) მოახერხა, რომელიც ტახტზე იმპერატორმა კალიგულამ დააბრუნა, თუმცა მისმა მემკვიდრემ კლავდიუსმა ისევ გააუქმა მისი მეფობა. ამჯერად დამოუკიდებლობა 72 წლამდე გაგრძელდა, როცა იმპერატორმა ვესპასიანე ფლავიუსმა სამეფო საბოლოოდ არ გახადა რომის პროვინცია[8].

ნემრუტ-დაღზე აღმოჩენილია საკურთხევლის ნაშთი, რომელიც კომაგენეს სამეფოს მეფე ანტიოქ I-ის ბრძანებით აიგო. საკურთხეველში აღმოჩენილია ბერძნულ-ირანული ღვთაებების ფიგურები[9]. ნემრუტ-დაღი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რიცხვში.

 
ანტიოქ I-სა (მარჯვნივ) და მითრას-ჰელიოსის შეხვედრა (შესრულებულია ძვ. წ. I საუკუნეში)

კომაგენე თავდაპირველად პატარა სირიულ-ხეთური სამეფო იყო, რომელიც თანამედროვე თურქეთის ცენტრში, ქალაქ სამოსატას გარშემო მდებარეობდა (მდინარე ევფრატთან ახლოს). სამეფოს შესახებ პირველ ცნობებს ასურულ ტექსტებში ვხვდებით, რომელშიც ის ასურეთის მოკავშირედაა მოხსენიებული, თუმცა ცნობილია რომ ძვ. წ. 708 წელს ასურელებმა მისი ანექსია მოახდინეს და კომაგენეს სამეფო მათი მმართველობის ქვეშ იყო სარგონ II-ის მეფობის პერიოდში. მოგვიანებით ძვ. წ. VI საუკუნეში კომაგენეს სამეფო აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო, ძვ. წ. IV საუკუნეში კი ეს ტერიტორია ალექსანდრე მაკედონელმა დაიკავა. მაკედონიის იმპერიის დაშლის შემდეგ კომაგენეს სამეფო სელევკიდების სახელმწიფოს ნაწილი იყო.

ელინისტური ხანის კომაგენეს სამეფო, რომელსაც აღმოსავლეთით კილიკია ესაზღვრებოდა და ჩრდილოეთით კაბადოკია, ძვ. წ. 162 წელს აღდგა, როცა სამეფოს დამოუკიდებლობა სელევკიდების სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სატრაპმა პტოლემეოსმა გამოაცხადა. პტოლემეოსის დინასტია პართიის მეფეთა შთამომავლად აცხადებდა თავს, მისმა მემკვიდრე მითრიდატე I-მა ცოლად სირიელ-ბერძენი პრინცესა ლაოდიკა შეირთო, ასე რომ დინასტიას კავშირი ჰქონდა ალექსანდრე დიდთანაც და პართიის მეფეებთანაც. ამ ქორწინებას, ასევე სამშვიდობო მისია ჰქონდა კომაგენესა და სელევკიდების სახელმწიფოს შორის. ამ ქორწინების შემდეგ კომაგენეს სამეფოს უფრო ბერძნული კულტურის გავლენა ეტყობა ვიდრე სპარსული. სოფენეს სამეფოსთან ერთად ის გახდა ელინისტური და რომაული კულტურის შერწყმის რეგიონი. ვარაუდობენ რომ, კომაგენეს სამეფო სომხეთის სამეფოს მფარველობის ქვეშ იყო ტიგრან II-ის მმართველობის დროს[10].

მითრიდატესა და ლაოდიკას ვაჟი იყო ანტიოქ I (მეფობდა ძვ. წ. 70 - ძვ. წ. 38). ანტიოქი ეხმარებოდა რომაელ გენერალ პომპეუსს მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ ბრძოლაში ძვ. წ. 64 წელს. მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით ანტიოქმა კომაგენეს სამეფოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა. ახალი წელთ აღრიცხვის 17 წელს როცა ანტიოქ III გარდაიცვალა, იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიპყრო კომაგენე, თუმცა 38 წელს კალიგულამ ანტიოქე IV კომაგენეს მეფედ აღადგინა და მას კილიკიის ნაწილიც გადასცა სამართავად. ანტიოქე იყო ერთადერთი დანიშნული მეფე რომის იმპერიაში. მან 72 წლამდე იმეფა, სანამ იმპერატორმა ვესპასიანემ კომაგენეს სამეფოს ტერიტორიის ანექსია არ მოახდინა, ბრალდებით თითქოს ისინი რომის წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდნენ[11]. ანტიოქე IV-ის შთამომავლები ანატოლიაში, საბერძნეთში, იტალიასა და ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ. მისი ერთ-ერთი შვილიშვილი ფილოპაფოსი იყო ათენის გამოჩენილი მოღვაწე. კიდევ ერთი შთამომავალი კი ისტორიკოსი გაიუს ასინიუს კოდრატესა, რომელიც III საუკუნეში მოღვაწეობდა.

არქეოლოგიური აღმოჩენები

რედაქტირება
 
არწივი სამეფო სამარხზე აღმართულ სვეტზე (კარაკუს მთა)

როცა რომაელებმა დაიპყრეს კომაგენე, დიდი სამეფო საკურთხეველი ნემრუტ-დაღის მთაზე მიტოვებული იყო. რომაელებმა გაძარცვეს სამარხები და გაანადგურეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ტყე, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ისტორიულ ძეგლს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად, კომაგენეს სამეფოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მითრიდატე II-ს დროს აგებული ზევსის საკურთხეველი[12].

კარაკუს მთაზე დგას სვეტი თავზე არწივით, ერთ-ერთ სამეფო საფლავზე, რომელშიც დაკრძალულია სამი ქალი (ეს სამარხიც გაძარცვულია). გათხრები ამ ადგილას აწარმოა მიუნსტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა ფრიდრიხ კარლ დორნერმა. კომაგენეს მეფეების კიდევ ერთი სამარხი მდებარეობს არსამეიაში[13].

კომაგენეს სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ნიმუშები გამოფენილია ადიამანის მუზეუმში[14].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (2011) Commagene: The Land of the Gods between the Taurus and the Euphrates. Homer Kitabevi. 
  1. Frank McLynn (2010). Marcus Aurelius: A Life. New York: Da Capo Press, გვ. 377. ISBN 0786745800. 
  2. Yarshater, Ehsan (1983). The Cambridge History of Iran, Volume 3: The Seleucid, Parthian and Sasanid Periods, Part 1 of 2 (Greek). Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press, გვ. 535 (627). ISBN 978-0521200929. ციტირების თარიღი: 20 February 2014. 
  3. Wolfgang, Haase (1986). Aufstieg und Niedergang der römischen Welt: Geschichte und Kultur Roms im spiegel der neueren Forschung. Walter de Gruyter, გვ. 736. ISBN 3-11-007337-4. 
  4. Blömer and Winter (2011), p. 142.
  5. David M. Lang (2008). „Iran, Armenia and Georgia“, რედ. Ehsan Yarshater: The Cambridge History of Iran Volume 3: The Seleucid, Parthian and Sasanid Periods, Part 1. Cambridge University Press, გვ. 510. 
  6. Blömer and Winter (2011), p. 13.
  7. 7.0 7.1 Sartre, M., The Middle East under Rome (2007), p. 23
  8. Hazel, J. (2002). Who's Who in the Roman World. Psychology Press, გვ. 13. ISBN 9780415291620. ციტირების თარიღი: 20 February 2014. 
  9. Blömer and Winter (2011), pp. 10-11.
  10. Blömer and Winter (2011), pp. 24-25.
  11. Ewald, Heinrich (1886). The history of Israel, Volume 8. Longmans, Green, & Co., გვ. 23. 
  12. Blömer and Winter (2011), pp. 150-155.
  13. Yeni Kale / Eski Kâhta - Türkei German (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-07-25.
  14. Blömer and Winter (2011), p. 124.