ანტიოქე IV ეპიფანე
ანტიოქე IV ეპიფანე – სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. ანტიოქე III-ის ძე. მეფობდა ძვ. წ. 175-164 წლებში. იზრდებოდა რომში, როგორც მძევალი. განათლება დაასრულა ათენში. იყო კარგი მხედართმთავარი და დიპლომატი, ცდილობდა აღმოსავლეთის ქვეყნების იძულებით ელინიზაციას. ძვ. წ. 170 და 168 წლებში შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ რომის ბრძანებით უკან დაიხია. იერუსალიმში იაჰვეს ტაძარი ზევსის ტაძრად გადააქცია, რამაც იუდეველთა აჯანყება გამოიწვია.

ანტიოქე IV ეპიფანეს ბიუსტი, ძველი მუზეუმი (ბერლინი)
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 490.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ანტიოქე IV ეპიფანე
- ანტიოქე IV ეპიფანე livius.org-ზე
- ანტიოქე IV ეპიფანე Seleucid Genealogy-ზე