კოლამი
კოლამი (ინგლ. Kollam, ასევე ცნობილი როგორც კვილონი;[1] ისტორიული სახელია დესინგანადუ[2]) ― ანტიკური საზღვაო პორტი და ქალაქი მალაბარის სანაპიროზე, ინდოეთში, ლაკადივის ზღვის სანაპიროზე.[3] შტატის დედაქალაქ თირუვუნანტაპურამიდან 71 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.[4] ქალაქი გაშენებულია აშტამუდის ტბისა და მდინარე კალადის სანაპიროებზე.[5][6][7] კოლამი სიდიდით მეოთხე ქალაქია კერალაში და ცნობილია აკაჟუსა და ქოქოსის ბოჭკოს წარმოებით.[8][9] კერალის შტატის ერთი-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი.[10] კოლამი ინდოეთის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქია.[11][12][13] [2] გეოგრაფიულად, აშტამუდის ტბის კლდოვანი სანაპიროს ირგვლივ შეიმჩნევა კვილონის ფორმაცია, რომელიც კერალის აუზში მიო-პლიოცენის დროიდან არსებულ დანალექებს წარმოადგენს.[14][15]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კოლამი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°53′07″ ჩ. გ. 76°35′11″ ა. გ. / 8.88528° ჩ. გ. 76.58639° ა. გ. |
ფართობი | 73030000 კვადრატული მეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 3±1 მეტრი |
მოსახლეობა | 397 419 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 474 |
საფოსტო ინდექსი | 691001 |
ოფიციალური საიტი | http://kollam.nic.in/Default.htm და http://kollamcorporation.gov.in/ml |
ანტიკური ხანიდან მოყოლებული კოლამი კომერციითაა ცნობილი. ათასწლეულების მანძილზე კოლამის პორტში ვაჭრობაში არაბები, ფინიკიელები, ჩინელები, ეთიოპიელები, სირიელები, ებრაელები, ქალდეელები და რომაელები იყვნენ ჩართული.[16] კოლამი მოხსენიებულია იმ ხუთ ინდურ პორტს შორის, რომლებშიც XIV საუკუნეში იბნ ბატუტამ იმოგზაურა.[17][18] დესინგანადუს რაჯება და ჩინელ მმართველებს ელჩები ჰყავდათ გაგზავნილი და კოლამშიც ჩინელთა დასახლება ყვაოდა. IX საუკუნეში, კანტონისკენ მოგზაურობისას, სპარსელმა ვაჭარმა, სულეიმან ალ-ტაჯირმა, დაასკვნა, რომ კოლამი ინდოეთის ერთადერთი პორტი იყო, სადაც დიდი ჩინური ჯონკები შედიოდა. კოლამი და ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა ქალაქები მარკო პოლომაც მოინახულა.[19] კოლამში მდებარეობს თომა მოციქულის მიერ დაარსებული შვიდი ტაძრიდან (ელარაპალიკალი) ერთ-ერთი და ათი უძველესი მეჩეთიდან ერთ-ერთი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, მალიქ დინარმა დააარსა. კვილონის (კოლამის) რომის კათოლიკური დიოცეზი პირველი კათოლიკური დიოცეზია ინდოეთში.[20]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაკოლამის ინგლისური ფორმაა კვილონი.[21] კოლონიურ ხანაში სწორედ ამ სახელწოდებას იყენებდნენ პორტუგალიელები, ნიდერლანდელები და ბრიტანელები.
წარსულში კოლამს დესინგანადუდაც მოიხსენიებდნენ, რადგანაც ამავე სახელწოდების მქონე ანტიკური სამეფოს ნაწილი იყო. დესინგანადუ უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებით გამოირჩეოდა და კოლამი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო.[22]
ზოგიერთ ტექსტში კოლამი მოხსენიებულია როგორც კურაკენი-კოლამი.[23] ადრეული მოგზაურები მას ელანკონადაც მოიხსენიებდნენ.[24] არაბები მას კაულამ-მალის უწოდებდნენ.[25] მარკო პოლოს ჩანაწერებში ქალაქი კულამად[26] და კოილუმადაა[27] მოხსენიებული. 1166 წელს, ებრაელი მოგზაური ბენიამინ ტუდელელი ქალაქს ჩულამად მოიხსენიებს.[28]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კოლამი ტროპიკული მუსონური კლიმატურ სარტყელშია მოქცეული და მცირე სეზონური ვარიაციებით ხასიათდება. დეკემბრიდან მარტამდე მშრალი სეზონია, რომლის დროსაც თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 60 მმ-ზე ნაკლებია. აპრილიდან ნოემბრამდე წვიმების სეზონია და დეკემრიდან მარტამდე ნალექიანობის მაჩვენეელს გაცილებით აღემატება. ნალექიანობა განსაკუთრებით მაღალია ივნისსა და ივლისში, სამხრეთ-დასავლეთ მუსონების დროს.
ჰავის მონაცემები — კოლამი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 31 | 31 | 32 | 32 | 31 | 29 | 29 | 29 | 29 | 30 | 29 | 30 | 30 |
საშუალო დაბალი °C | 23 | 23 | 25 | 26 | 25 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 24 | 23 | 24 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 18 | 26 | 53 | 147 | 268 | 518 | 381 | 248 | 209 | 300 | 208 | 51 | 2 427 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 1 | 2 | 4 | 8 | 11 | 21 | 19 | 16 | 12 | 12 | 8 | 3 | 117 |
წყარო: Weather2Travel |
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქ კოლამის მოსახლეობა 349 033 ადამიანს შეადგენს.[29] მოსახლეობის სიმჭიდროვე 5 400 ადამიანია 1 კმ²-ზე. სქესუალური თანაფარდობაა: 1 112 ქალი 1 000 კაცზე. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქალაქი კოლამი მეოთხე ადგილზეა შტატის მასშტაბით, ხოლო კოლამის რაიონი ― მეშვიდე ადგილზეა. 2010 წლის მონაცემებით, კოლამის მოსახლეობის 93.77%-მა იცის წერა-კითხვა,[30] რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74.04%) აღემატება. წერა-კითხვის ცოდნის დონე მამაკაცებს შორის 95.83%-ს უდრის, ხოლო ქალებს შორის ― 91.95%-ს. მოსახლეობის 11% 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. 2015 წლის მაისში კერალის მთავრობამ კოლამის საქალაქო კორპორაციის გაფართოება გადაწყვიტა და ტრიკადავოორიც შეუერთა.[31][32]
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მალაიალამურზე საუბრობს და ოფიციალური ენის სტატუსი აქვს. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში ტამილურ ენაზე საუბრობს. კოლამში მცირე რაოდენობით ანგლო-ინდოელები, კონკანელი ბრაჰმანები, ტელუგუები და ბენგალელი მიგრანტები ცხოვრობენ. ადმინისტრირების გამარტივებისთვის, კოლამის მუნიციპალური კორპორაცია ექვს ზონად იყოფა.[33]
რელიგია
რედაქტირებაკოლამსა და მის შემოგარენში მრავალი ანტიკური ტაძარი, ეკლესია და მეჩეთია. მოსახლეობის უმრავლესობა (56.35%) ინდუიზმის მიმდევარია. მალაიალამური კალენდარი, რომელიც მზის ინდუისტური კალენდარია და კერალაში გამოიყენებოდა, 825 წელს კოლამში წარმოიშვა.[35][36][37]
მუსლიმები ქალაქის მოსახლეობის 22.05%-ს შეადგენენ. 2011 წლის აღწერის მიხედვით, კოლამში მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 80 935 ადამიანს უტოლდება.[38] ქრისტიანები მთელი მოსახლეობის 21.17%-ს შეადგენენ.[39] კვილონის (კოლამის) რომის კათოლიკური დიოცეზი პირველი კათოლიკური დიოცეზია ინდოეთში. დიოცეზი 1328 წლის 9 აგვისტოს პაპ იოანე XXII-ის დროს შეიქმნა. დიოცეზი ხელახლა შეიქმნა 1886 წლის 1-ელ სექტემბერს. დიოცეზის ფართობი 1 950 კმ²-ია და 4 879 553 ადამიანს მოიცავს.[40]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Ring, Trudy (1994). International Dictionary of Historic Places: Asia and Oceania, Volume 5. United Kingdom: Taylor & Francis. ISBN 978-1-884964-05-3.
- Chan, Hok-lam (1998). „The Chien-wen, Yung-lo, Hung-hsi, and Hsüan-te reigns, 1399–1435“, The Cambridge History of China, Volume 7: The Ming Dynasty, 1368–1644, Part 1. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-24332-2.
- Lin (2007). Zheng He's Voyages Down the Western Seas. Fujian Province: China Intercontinental Press. ISBN 978-7-5085-0707-1.
- Elamkulam Kunjan Pillai, Keralathinde Eruladanja Edukal, p. 64,112,117
- Travancore Archaeological Series (T.A.S.) Vol. 6 p. 15
- Diaries and writings of Mathai Kathanar, the 24th generation priest of Thulaserry Manapurathu, based on the ancestral documents and Thaliyolagrandha handed down through generations
- Z.M. Paret, Malankara Nazranikal, vol. 1
- L. K. Ananthakrishna Iyer, State Manual, p50,52
- Bernard Thoma Kathanar, Marthoma Christyanikal, lines 23,24
- Malekandathil, Pius (2010). Maritime India: Trade, Religion and Polity in the Indian Ocean. Primus Books, გვ. 43. ISBN 978-93-80607-01-6.
- Narayan, M.G.S, Chera-Pandya conflict in the 8th–9th centuries which led to the birth of Venad: Pandyan History seminar, Madurai University, 1971
- The Viswavijnanakosam (Malayalam) Vol. 3, p. 523,534
- Narayan M.G.S., Cultural Symbiosis p33
- The handwritten diaries of Pulikottil Mar Dionyius (former supreme head of the Malankara Orthodox Syrian Church and Chitramezhuthu KM Varghese)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ East Is West And Up Is Really Down. mid-day.com (14 January 2020). ციტირების თარიღი: 14 January 2020
- ↑ 2.0 2.1 History | District Kollam, Government of Kerala | India.
- ↑ Kollam - Encyclopaedia Britannica. Britannica. ციტირების თარიღი: 7 February 2020
- ↑ Kollam on the itinerary. The Hindu (14 September 2018). ციტირების თარიღი: 14 September 2018
- ↑ Kerala Cities,Cities of Kerala,Kerala India Cities,City Guide of Kerala,Kerala City Guide.
- ↑ Kerala Cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 August 2014
- ↑ Alphabetical listing of Places in Kerala that start with K.
- ↑ In 2 years, 80% cashew producing units closed in Kollam.
- ↑ Coir products of Kerala, Kollam, Kerala, India.
- ↑ Top 5 places to visit in Kollam | Explore Kollam | Kerala Tour Plan (HDR in 4k).
- ↑ 12 Oldest Living and Continuously Inhabited Cities of India.
- ↑ Explore India's History & Heritage at These Famous 15 Ancient Cities (22 October 2019).
- ↑ 16 Ancient Citeis of India that Should Be on Your Bucket List
- ↑ Piller, Werner E.; Reuter, Markus; Harzhauser, Mathias; Kroh, Andreas; Rögl, Fred; Coric, Stjepan (2010). „The Quilon Limestone (Kerala Basin/India) - an archive for Miocene Indo-Pacific seagrass beds“. Egu General Assembly Conference Abstracts: 6751. Bibcode:2010EGUGA..12.6751P.
- ↑ The Quilon Limestone, Kerala Basin, India: an archive for Miocene Indo-Pacific seagrass beds
- ↑ Sasthri, K. A. Nilakanta (1958). History of South India, 2nd, Oxford University Press.
- ↑ Kozhikode to China: IIT Prof Unearths 700-YO Link That'll Will Blow Your Mind!. The Better India (26 July 2018). ციტირების თარიღი: 7 December 2015
- ↑ Kollam - Mathrubhumi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2014.
- ↑ Short History of Kollam.
- ↑ Diocese of Quilon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-07. ციტირების თარიღი: 2023-09-07
- ↑ https://www.keralatourism.org/kerala-article/2012/kollam-quilon/154
- ↑ https://kollam.nic.in/en/history/
- ↑ THARISAPPALLI AND ITS INITIAL ROLE IN MOBILIZING THE TRADE OF QUILON.
- ↑ Kollam en.
- ↑ Arab Accounts of Malabar History: The Early Episodes.
- ↑ Kerala District Gazetteers: Quilon.
- ↑ Marco Polo. The Travels of Marco Polo, გვ. Book 3, Chapter 22.
- ↑ https://www.sacred-texts.com/jud/mhl/mhl20.htm#fn_82
- ↑ Kerala: Population, Population in the age group 0-6 and literates by sex – Urban Agglomeration /Town : 2001.
- ↑ Kollam District. kollam.nic.in. ციტირების თარიღი: 24 June 2010
- ↑ „Thrikadavur becomes part of Kollam city“. The Hindu. 9 June 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
- ↑ Thrikadavur Panchayath. Thrikadavur Panchayath. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 11 June 2015
- ↑ Building Permit Management System -Kollam Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 December 2014
- ↑ Kollam City Census 2011 data. Census2011. ციტირების თარიღი: 27 January 2016
- ↑ Kollam Era. Indian Journal History of Science. ციტირების თარიღი: 30 December 2014
- ↑ Broughton Richmond (1956), Time measurement and calendar construction, p. 218, https://books.google.com/books?id=gUlmAAAAMAAJ
- ↑ R. Leela Devi (1986). History of Kerala. Vidyarthi Mithram Press & Book Depot, გვ. 408.
- ↑ Population of Kollam City - Census 2011 data. Census2011. ციტირების თარიღი: 25 March 2013
- ↑ Kollam City Census 2011 data. Census2011. ციტირების თარიღი: 25 March 2013
- ↑ Roman Catholic Diocese of Quilon. Kollam Diocese. ციტირების თარიღი: 25 March 2013