იოანე XXII
იოანე XXII (ლათ. Johannes PP. XXII; ერისკაცობაში ჟაკ დიუეზი; დ. 1249, კაპორი — გ. 4 დეკემბერი, 1334, ავინიონი) — ფრანგი რომის პაპი 1316–1334 წლებში. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის დროს (1309–1377 წწ.).
პაპის ტახტზე აირჩიეს 1316 წელს ლიონში ფრანგ და იტალიელ კარდინალებს შორის ხანგრძლივი უთანხმოების ფონზე. ებრძოდა ლუდვიგ IV ბავარიელს. მის დროს დამტკიცდა საეკლესიო სამართლის კოდექსი. სამღვდელოებაში შემოიღო მძიმე საგადასახადო სისტემა. იოანე XXII-სა და გიორგი V ბრწყინვალეს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა. 1328 წელს კათოლიკეთა საეპისკოპოსო ტახტი სმირნიდან გადმოიტანა თბილისში, სადაც 1329 წელს კათოლიკეთა პირველ ეპისკოპოსად დომინიკელი იოანე ფლორენციელი დანიშნა.
გარდაიცვალა 85 წლის ასაკში და დატოვა უდიდესი ქონება 750 ათასი ფლორინი (დღევანდელი შეფარდებით 76 მლნ ამერიკული დოლარი).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 309.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: კლემენტ V |
რომის პაპი 1316 — 1334 |
შემდეგი: ბენედიქტე XII |