კოლამის რაიონი
კოლამის რაიონი (ინგლ. Kollam district; ყოფილი კვილონის რაიონი) ― ინდოეთის შტატ კერალის 14 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კერალის სამხრეთ ნაწილში, ლაკადივის ზღვის გასწვრივ. რაიონის ტერიტორიაზე მრავალი წყალსატევი მდებარეობს, მათ შორის: აშტამუდის ტბა და მდინარე კალადა.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კოლამის რაიონი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°48′00″ ჩ. გ. 76°36′00″ ა. გ. / 8.80000° ჩ. გ. 76.60000° ა. გ. |
დაარსდა | 1835 |
ფართობი | 2491 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 2 635 375 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
ოფიციალური საიტი | http://www.kollam.nic.in/ |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაკოლამის ინგლისური ფორმაა კვილონი.[2] კოლონიურ ხანაში სწორედ ამ სახელწოდებას იყენებდნენ პორტუგალიელები, ნიდერლანდელები და ბრიტანელები.
წარსულში კოლამს დესინგანადუდაც მოიხსენიებდნენ, რადგანაც ამავე სახელწოდების მქონე ანტიკური სამეფოს ნაწილი იყო. დესინგანადუ უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებით გამოირჩეოდა და კოლამი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო.[3]
ზოგიერთ ტექსტში კოლამი მოხსენიებულია როგორც კურაკენი-კოლამი.[4] ადრეული მოგზაურები მას ელანკონადაც მოიხსენიებდნენ.[5] არაბები მას კაულამ-მალის უწოდებდნენ.[6] მარკო პოლოს ჩანაწერებში ქალაქი კულამად[7] და კოილუმადაა[8] მოხსენიებული. 1166 წელს, ებრაელი მოგზაური ბენიამინ ტუდელელი ქალაქს ჩულამად მოიხსენიებს.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებაკლიმატი
რედაქტირებაკოლამი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰავის დიაგრამა (განმარტება) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კოლამის რაიონში მთელი წლის მანძილზე თითქმის სტაბილური ტემპერატურაა. საშუალო ტემპერატურა 25-დან 32 °C-მდე მერყეობს. ზაფხული ჩვეულებრივ მარტიდან მაისამდე გრძელდება. მუსონები ივნისში იწყება და სექტემბერში მთავრდება. კოლამის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 700 მმ-ის ტოლია.
კოლამის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ-დასავლეთი მუსონიც და ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონიც. ზამთავრი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ტემპერატურა 18-დან 25 °C-მდე მერყეობს.[10]
ჰავის მონაცემები — კოლამი (კვილონი)[10] | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 32 | 33 | 33 | 33 | 33 | 30 | 30 | 30 | 31 | 31 | 31 | 32 | 33 |
საშუალო დაბალი °C | 22 | 23 | 24 | 25 | 25 | 24 | 23 | 23 | 24 | 24 | 23 | 23 | 22 |
საშუალო ნალექი (მმ) | 24.4 | 30.9 | 77.7 | 159.5 | 246.9 | 458.8 | 408.9 | 258.9 | 211.2 | 332.5 | 230.8 | 65.4 | 2 700 |
წყარო 1: [11] | |||||||||||||
წყარო 2: [12] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, კოლამის რაიონის მოსახლეობა 2 635 375 ადამიანს შეადგენს, რაც თითქმის ქუვეითის[13] ან ნევადის შტატის მოსახლეობის[14] ტოლია. კოლამის რაიონი ინდოეთის 640 რაიონს შორის 155-ე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[15] რაიონის მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 056 ადამიანია 1 კმ²-ზე.[15] 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.72%-ს უდრიდა. კოლამის სქესობრივი თანაფარდობაა: 1 113 ქალი 1 000 კაცზე, რაც ეროვნულ მაჩენებელზე მაღალია. მოსახლეობის 94.9%-მა იცის წერა-კითხვა. კაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 96.09%-ია, ხოლო ქალებს შორის ― 92.31%. მოსახლეობის 45.05% ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.
მოსახლეობიის 99.1% მალაიალამურ ენაზე საუბრობს. ტამილურ ენაზე მოსაუბრე უმცირესობა კოოვაკადსა და მეზობელ ტერიტორიებზე ცხოვრობს.[16]
რელიგია
რედაქტირებაკოლამის რაიონის უმრავლესობა (64.42%) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს მუსლიმანები (19.3%) შეადგენენ. კოლამი ერთადერთი რაიონია სამხრეთ კლერალაში, სადაც მუსლიმები ქრისტიანებს აღემატებიან. მოსახლეობის 16%-ს ქრისტიანები შეადგენენ, რომელთა შორის არიან: კათოლიკეები (36.7%), მალანკარის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები (34.24%) და მარ თომას სირიული ეკლესიის მიმდევრები (19.06%).[17]
თევზჭერა
რედაქტირებაკოლამს დასავლეთიდან ლაკადივის ზღვა ესაზღვრება. რაიონის სანაპირო ხაზის სიგრძე 37.3 კმ-ია, რაც კერალის სანაპირო ხაზის 6.3%-ს შეადგენს. ნეენდაკარა და საკთიკულანგარა მეთევზეთა მნიშვნელოვანი სოფელია. რაიონში 26 სოფელია, რომელთა საარსებო წყარო მთლიანად თევზაობაზეა დამოკიდებული. კერალის მასშტაბით თევზის წარმოების მესამედი და კრევეტების წარმოების 60% კოლამზე მოდის. თევზის წარმოების მასშტაბი დაახლოებით 5 275 ტონას შეადგენს.[18]
ტურიზმი
რედაქტირებაკოლამის რაიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ჯადაიუს დედამიწის ცენტრის ბუნების პარკი, პალარუვის ჩანჩქეი, თენმალა, აგასთიამალის ბიოსფერული ნაკრძალი, აშტამუდის ტბა, თირუმულავარამი და სხვ. ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია აშრამამის ტურისტული სოფელი, რომელიც აშტამუდის ტბის ნაპირებზე მდებარეობს. კოლამიდან 66 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე თენმალა ინდოეთის მასშტაბით პირველი ეკოტურისტული პროექტია, რომელსაც თენმალის ეკოტურიზმის ხელშეწყობის საზოგადოება ახორციელებს.[19][20][21] ტურისტული დანიშნულების ადგილებია: ვარკალის პლაჟი (ასევე ცნობილი როგორც პაპანაშამი), რომელიც კოლამიდან 26 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, დურიოდანის ტაძარი კუნათურის ტალუკში და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- U. Sivaraman Nair (1952), 1951 Census Handbook- Quilon District, Trivandrum: Travancore-Cochin Government Press, http://lsi.gov.in:8081/jspui/bitstream/123456789/5607/1/20626_1951_QUI.pdf
- M. K. Devassy (1965), 1961 Census Handbook- Quilon District, Directorate of Census Operations, Kerala and The Union Territory of Laccadive, Minicoy, and Amindivi Islands, http://lsi.gov.in:8081/jspui/bitstream/123456789/5666/1/22613_1961_SQI.pdf
- Government of India (2014–15), District Census Handbook - Kollam (Part-A) 2011, Directorate of Census Operations, Kerala, https://censusindia.gov.in/2011census/dchb/3213_PART_A_KOLLAM.pdf
- Government of India (2014–15), District Census Handbook - Kollam (Part-B) 2011, Directorate of Census Operations, Kerala, https://censusindia.gov.in/2011census/dchb/3213_PART_B_KOLLAM.pdf
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2011 census of India
- ↑ https://www.keralatourism.org/kerala-article/2012/kollam-quilon/154
- ↑ https://kollam.nic.in/en/history/
- ↑ THARISAPPALLI AND ITS INITIAL ROLE IN MOBILIZING THE TRADE OF QUILON.
- ↑ Kollam en.
- ↑ Arab Accounts of Malabar History: The Early Episodes.
- ↑ Kerala District Gazetteers: Quilon.
- ↑ Marco Polo. The Travels of Marco Polo, გვ. Book 3, Chapter 22.
- ↑ https://www.sacred-texts.com/jud/mhl/mhl20.htm#fn_82
- ↑ 10.0 10.1 Covt of kerala website, kollam page დაარქივებული 26 April 2009 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Official Web Portal of Government of Kerala. ციტირების თარიღი: 8 March 2010
- ↑ MSN Weather. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 8 March 2010
- ↑ US Directorate of Intelligence. Country Comparison:Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტატა: „Kuwait 2,595,62“ ციტირების თარიღი: 1 October 2011
- ↑ 2010 Resident Population Data. U. S. Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტატა: „Nevada 2,700,551“ ციტირების თარიღი: 30 September 2011
- ↑ 15.0 15.1 District Census Hand Book: Kollam. Registrar General and Census Commissioner of India.
- ↑ Table C-16 Population by Mother Tongue: Kerala. Registrar General and Census Commissioner of India.
- ↑ 17.0 17.1 Table C-01: Population by religious community: Kerala. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
- ↑ Kerala matsyafed დაარქივებული 26 April 2009 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Thenmala Ecotourism website
- ↑ Thenmala Ecotourism news Hindu Daily
- ↑ Thenmala Ecotourism news Hindu Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 22 February 2010