ლაკადივის ზღვა
ზღვა
ლაკადივის ზღვა, იგივე ლაქშედვიპის ზღვა (ჰინდ. लक्षद्वीप सागर)) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ინდოეთი, მალდივის კუნძულები და შრი-ლანკა. ზღვაში წყალი საკმაოდ თბილია და ტემპერატურა სტაბილურია მთელი წლის განმავლობაში. 26–28 °С ზაფხულში და 25 °С ზამთარში. მარილიანობა 34‰. საკმაოდ მდიდარია წყალქვეშა სამყაროთი.
ლაკდივიის ზღვის ფართობი შეადგენს 786 000 კმ²-ს, საშუალო სიღრმე 1 929 მ-ს, მაქსიმალური სიღრმე 4 131 მ-ს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზღვის დაცული ტერიტორიები ინდოეთში დაარქივებული 2011-01-27 საიტზე Wayback Machine.
- თანამედროვე გეოგრაფიული სახელების ლექსიკონი დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.