კლდისწყარო (ალის თემი)
კლდისწყარო — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი). ლიხის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ხაშურიდან 10 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 კომლი, სულ 35 ადამიანი. სოფელში დგას წმინდა გიორგის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
კლდისწყარო | |
სოფლის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალი |
კოორდინატები | 42°02′58″ ჩ. გ. 43°38′36″ ა. გ. / 42.04944° ჩ. გ. 43.64333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
მოსახლეობა | 12[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 91,7 % რუსები 8,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 12 კაცი, საიდანაც 8 მამაკაცია, ხოლო 4 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[4][5] | 34 |
2014[1] | 12 |
XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ხალხთა აღწერის დავთრის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 13 კომლი და ერთი ღარიბი ბოგანო. მათი გვარებია: ჭალიძე, პეტრიაშვილი, ბიწაძე, გოშნიაშვილი და შაქარაშვილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოფლიდან აყრილა და სხვაგან გადასახლებულა იმერული წარმოშობის ერთი კომლი.[6]
1728 წელს შედგენილი თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით სოფელი კლდისწყარო შედის თბილისის ვილაიეთის გორის ლივის ამილახვრის ნაჰიეში. სოფელში მცხოვრები 25 კომლი იხდის ყველა საოსმალო გადასახადს, რომლის ჯამიც შეადგენს 5436 ახჩას.[7]
1930 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით კლდისწყაროში 53 კომლი ცხოვრობს. სულ 231 ადამიანი. ამ დროს აქ სახლობდნენ გვარები: გონგლაძე, გელაშვილი, ჯოჯიშვილი, საძაგლიშვილი.
სოფელში ამჟამად ცხოვრობენ გონგლაძეები, გელაშვილები, მჭედლიძეები, ჩადუნელები და სხვა.[8]
ისტორია
რედაქტირებასოფელი კლდისწყარო პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1685 წელს გიორგი XI-ის დროს (მეფობდა 1676-1688 და 1703-1709 წწ.) შედგენილ წყალობის წიგნში ბეგთაბეგ შანშეან მარტეროზიშვილისადმი, რომლის მიხედვითაც გიორგი მეფე სამეფო კარის მდივანს შანშეან მარტეროზიშვილს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს და ამბობს:
„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი ნორაშნითა, კვერცხობითა, კლდისწყაროთა.“
|
ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოფელი კლდისწყარო XVII საუკუნის ბოლოს მარტეროზიშვილების კუთვნილება იყო.[9]
ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს კლდისწყაროს და დატანილი აქვს რუკაზე. იოანე ბატონიშვილი კი 1795 წელს სურამის წყლის აღწერისას აფიქსირებს მას, მაგრამ როგორც ნასოფლარს.[10]
XVIII საუკუნეში შედგენილ მოლაშქრეთა დავთრის ნაწყვეტის მიხედვით კლდისწყაროდან ლაშქარში გაწვეული ყოფილან: პეტრიაშვილი დათუნა, ჭალიძე დათუნა, ჭალიძე ბერუკა, პეტრიაშვილი ბერუკა, ჭალიძე ნიკოლოზი, პეტრიაშვილი პაპუნა, გოშნიაშვილი პაპუნა, ბიწაძე გიორგი, შაქარაშვილი სეხნია, პეტრიაშვილი ბერიდა ჭალიძე იორდანე.[11]
1715 წელს შედგენილი განჩინება ელიზბარ დავითაშვილისა და გიორგი რამაზიშვილის მამულის საქმის შესახებ გვამცნობს, რომ სოფელი კლდისწყარო დავითაშვილს დარჩენია და მისი სამფლობელი გამხდარა.[12]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 554.
- ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-02.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები (XIII-XIX სს.), წიგნი II, თბ., 1974, გვ. 98-99
- ↑ 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი 1, თბ., 2009, გვ. 289
- ↑ ლაცაბიძე თ., მასალები ხაშურის რაიონის ისტორიისათვის, ხაშურის რაიონში გავრცელებული გვარ-სახელები, ხაშური, 1991
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ., 1965, გვ. 228
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ. ხაშურის მოამბე, 28 აპრილი, 2019, № 17, გვ. 4
- ↑ ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები (XIII-XIX სს.), წიგნი II, თბ., 1974, გვ. 165-171
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ., IV, თბ., 1972, გვ. 262-263