კივუს ტბა
(გადამისამართდა გვერდიდან კივუ (ტბა))
კივუ (ინგლ. Kivu, ფრანგ. Lac Kivu, კინიარუანდა — Ikiyaga cya Kivu) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე. ფართობი — 2700 კმ², სიღრმე — 496 მ-მდე. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე. ტბა წარმოიქმნა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილი. ტბაში 150-ზე მეტი კუნძულია. მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიიკის ტბას. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, მტკნარ წყლებში არსებული, კუნძული — იჯვი. წყალი სუსტად მომლაშოა. ტბა სანაოსნოა. მთავარი ნავსადგომები და ნავმისადგომებია: ბუკავუ, გომა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), კისენი, მანგუგუ (რუანდა).
კივუს ტბა | |
---|---|
ინგლ. Kivu ფრანგ. Lac Kivu კინიარუანდა — Ikiyaga cya Kivu | |
კივუს ტბა | |
კოორდინატები: 01°51′11″ ს. გ. 29°08′07″ ა. გ. / 1.85306° ს. გ. 29.13528° ა. გ. | |
მდებარეობა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუანდა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1460 მ |
სიგრძე | 89 კმ |
სიგანე | 48 კმ |
ფართობი | 2700 კმ² |
მოცულობა | 500 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 240 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 496 მ |
აუზის ფართობი | 7000 კმ² |
გამომდინარე მდინარე | რუზიზი |
აღმოაჩინა გერმანელმა მოგზაურმა ადოლფ ფონ გეტცენმა 1894 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 511.