გომა
ქალაქი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
გომა (ფრანგ. Goma) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი რუანდის სახელმწიფო საზღვართან, ჩრდილოეთი კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
გომა ფრანგ. Goma | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ჩრდილოეთი კივუს პროვინცია |
კოორდინატები | 01°41′00″ ს. გ. 29°14′00″ ა. გ. / 1.68333° ს. გ. 29.23333° ა. გ. |
ფართობი | 75,72 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1499 მ |
მოსახლეობა | 377 112 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 4980,35 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 611 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს კივუს ტბის ნაპირზე, რუანდის ქალაქ გისენიისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1499 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს მოქმედი ვულკანი ნიირაგონგო. ფუნქციონირებს აეროპორტი. ქალაქის ცენტრი მდებარეობს რუანდის სახელმწიფო საზღვრიდან სულ 1 კმ-ში და ქალაქ გისენიის ცენტრიდან 3,5 კმ-ში.
ისტორია
რედაქტირება- 1998 წელი — ზუსტად გომაში დაიწყო ტუტსის ხალხის აგვისტოს აჯანყების მიერ პროვოცირებული კონგოს მეორე ომი.
- 1999 წელი, მაისი — სახელმწიფო ავიაციის ავიადარტყმა ქალაქ გომაზე, როგორც მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) აჯანყებულთა საყრდენ პუნქტზე[2].
- 2002 წელი — ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა.
- 2008 წელი, ოქტომბერი-ნოემბერი — 2008 წლის გომისათვის ბრძოლა: ბრძოლა ტუტსის ხალხის აჯანყებულებსა (ლორან ნკუნდა) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებს შორის, რომელსაც ეხმარებოდა გაეროს ჯარები.
- 2012 წელი, 20 ნოემბერი — ქალაქი დაიპყრო «23 მარტის მოძრაობის» (М23) აჯანყებულებმა[3].
- 2013 წელი, 4 მარტი — ქალაქ გომის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა თვითმფრინავი Fokker 50. ბორტზე მყოფი 40 ადამიანიდან დაიღუპა 36; 4 დაჭრილი გადაყვანილი იქნა ქალაქ გომის საავადმყოფოში. წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ცუდი ამინდი. ავიაკატასტროფის მომენტში გომაში მოდიოდა ძლიერი თავსხმა წვიმა. თვითმფრინავმა 7 კმ-ით ვერ მიაღწია ადგილობრივი აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლამდე და ჩამოვარდა პირდაპირ ქალაქის ცენტრში. კატასტროფის შედეგად მიწაზე მყოფებიდან არავინ არ დაშავებულა.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 377 112 ადამიანს[4]. 1994 წლის რუანდის გენოციდის დროს ქალაქ გომას მოაწყდა დევნილების დიდი ნაკადი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Goma, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Tom Casadevall of the United States Geological Survey; "The 1994 Rwandan Refugee Crisis: Cultural Awareness in Managing Natural Disasters" (1h28m streaming video) დაარქივებული 2010-07-06 საიტზე Wayback Machine. . Lecture given at University of Illinois at Urbana-Champaign on vulcanology around Goma
- Jordhus-Lier, David: Life and Death in the Great Lakes Region დაარქივებული 2016-06-24 საიტზე Wayback Machine. . The NIBR International Blog, 15.02.2010.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Goma, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ World: Africa Congo raids 'targeted civilians'
- ↑ «Congolese rebels seize Goma, take airport.» Melanie Goubyrukmini Callimachi, «Bloomberg BusinessWeek», Tuesday November 20, 2012. Retrieved 20 November 2012.
- ↑ Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-19.