კიბორჩხალაჭამია მაკაკა

ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა

კიბორჩხალაჭამია მაკაკა (ლათ. Macaca fascicularis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა.

კიბორჩხალაჭამია მაკაკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ანთრისებრნი
გვარი:  მაკაკა
სახეობა:  კიბორჩხალაჭამია მაკაკა
ლათინური სახელი
Macaca fascicularis (Raffles, 1821)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 12551
გავრცელება

საშუალო ზომის მაიმუნია, სხეულის სიგრძე 40-დან 60–65 სანტიმეტრამდე მერყეობს. მამლის მასა 4–8,5 კგ-მდე, დედლისა კი 2,5–3,8 აღწევს. კუდი გრძელია, თითქმის ნახევარი მეტრის სიგრძისა. კიდურები მოკლეა. ბეწვი რუხია, დაჰკრავს მომწვანო ელფერი; თავზე აქვს მუქი ქოჩორი, ახასიათებს ღია ულვაშები და ბაკენბარდები.

გავრცელება

რედაქტირება

კიბორჩხალაჭამია მაკაკა ფართო არეალს იკავებს აღმოსავლეთ ბანგლადეშიდან მიანმარის, ტაილანდის, ინდოჩინეთისა და მალაის არქიპელაგის კუნძულების გავლით ფილიპინებამდე. წარმოადგენს ხმელეთის ძუძუმწოვრის იშვიათ შემთხვევას, რადგან არღვევს უოლესის ხაზს. ბინადრობს ვაკის ტროპიკულ ტყეებში, როგორც პირველად, ისე ხელშეხებულ და მეორეულში, მათ შორის ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს, აგრეთვე მანგროს ტყეებში. კარგად ცურავს.

აკლიმატიზირებულია ბუნებრივი არეალის გარეთ რამდენიმე რაიონში, ნაწილობრივ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, პალაუს არქიპელაგის კუნძულ ანგუარსა და მავრიკზე. კუნძულებზე, სადაც ადგილობრივი ფაუნა ფორმირებულია დიდი ზომის ძუძუმწოვრების გარეშე, კიბორჩხალაჭამია მაკაკა ბიომრავალფეროვნებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ყოვლისმჭამელია. მიუხედავად იმისა, რომ ნადავლის მოვოპება წყალშიც შეუძლია, კიბორჩხალები მისთვის მთავარ საკვებს არ წარმოადგენს. საჭმელად იყენებს ხილს, კენკრას, ფოთლებს, კაკალს, მწერებს, მუცელფეხიანებსა და კიბოსნაირებს.

გამრავლება

რედაქტირება

მრავლდება მთელი წლის განმავლობაში. ბუნებრივი არეალის ადგილებში შობადობის მაქსიმუმს წარმოადგენს გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისი. სხვა კლიმატურ ზონებში ეს ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ორი მაკაკის კლონირება მოახდინეს.[1][2][3][4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Liu, Zhen; et al. (24 January 2018). „Cloning of Macaque Monkeys by Somatic Cell Nuclear Transfer“. Cell (journal). doi:10.1016/j.cell.2018.01.020. ციტირების თარიღი: 24 January 2018. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  2. Briggs, Helen (24 January 2018). „First monkey clones created in Chinese laboratory“. BBC News. ციტირების თარიღი: 24 January 2018.
  3. Associated Press (24 January 2018). „Scientists Successfully Clone Monkeys; Are Humans Up Next?“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 January 2018.
  4. Chinese Scientists Clone Monkeys Using Method That Created Dolly The Sheep. NPR (January 24, 2018).