ანთრისებრნი (ლათ. Cercopithecidae) — ოჯახი ცხვირვიწრო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, როგორც გამონაკლისი — გიბრალტარში. ანთრისებრთათვის დამახასიათებელია ლოყის უკანა პარკები, რომლებშიც ისინი დროებით ინახავენ საკვებს. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა ნაყოფითა და ყლორტებით, ჭამენ პატარა ცხოველებსაც. უმეტესობა ხეებზე ბინადრობს, გვხვდებიან ხროვებად. მნიშვნელოვანი გვარებია: ანთარი, მაკაკი, პავიანი, ჰუსარი და სხვა.

ანთრისებრნი

ბაბუინი ანუბისი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cercopithecidae
ქვეოჯახი

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: