ჰუსარი (ლათ. Erythrocebus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 58-75 სმ, მასა 7,5-12,5 კგ აღწევს. აქვთ წაგრძელებული დინგი, ძლიერი ეშვები, წითურ-ყავისფერი ზურგის მხარე, ღია ყვითელი მუცელი. გავრცელებული არიან აფრიკაში ცხოვრობენ გაშლილ სავანებში და ტყის სტეპებში. აქტიური არიან დღისით. კარგად დარბიან ოთხ ფეხზე. ქმნიან ხროს, რომელიც 5-30 ინდივიდისაგან შედგება. ფრთხილი და მშიშარა ცხოველები არიან. იკვებებიან ბალახეულობით, ნაყოფით, თესლებით, მწერებით, ხვლიკებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით. ზოოპარკში დიდხანს ცხოვრობენ და მრავლდებიან.

ჰუსარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Erythrocebus

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: