კიბელე ადრიანუ
კიბელე ადრიანუ ( ბერძ. Κυβέλη Αδριανού ; დ.1888 წლის 13 ივლისი,[1] სმირნა — გ. 1978 წლის 26 მაისი, ათენი) — მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძენი მსახიობი. თანამედროვე ბერძნული თეატრის ისტორიაში იგი ცნობილია კიბელეს (Κυβέλη) სასცენო სახელით.
კიბელე ადრიანუ | |
---|---|
მშობლიური სახელი | ბერძ. Κυβέλη Αδριανού |
დაბადების თარიღი |
13 ივლისი, 1888 სმირნა, აიდინი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
26 მაისი, 1978 (89 წლის) ათენი, საბერძნეთი |
დაკრძალულია | ათენის პირველი სასაფლაო |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
პროფესია | მსახიობი |
ხელმოწერა |
ბავშვობა და ახალგაზრდობა
რედაქტირებაკიბელე დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს სმირნაში. მისი მშობლების შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ორი წელი გაატარა ათენის ბავშვთა სახლში. ორწლინახევრის ასაკში იგი ანასტასისმა და მარია ანდრიანუმ იშვილეს და ბავშვის კისერზე ჩამოკიდებული მედალიონზე გაკეთებული წარწერის მიხედვით დაარქვეს სახელი კიბელე. კიბელეს მშვილებელ მშობლებს ფინანსურად ეხმარებოდა იმდროინდელი ცნობილი ათენელი ადვოკატის ოჯახი, რომელმაც ერთადერთი შვილი ბრაზილიაში დაკარგა. გოგონას თეატრალური ნიჭი სპონტანურად განვითარდა. ადრიანუს სახლში პატარა კიბელეს 1901 წლის მარტში რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა მხატვრული დეკლამაციის პედაგოგმა მ. სილაგასმა და შემდეგ თავისი მოსწავლეების კონკურსზე წარადგინა. კიბელემ პირველი პრიზი აიღო 13 წლის ასაკში. .შედეგად, მშობლებმა, რომლებიც გოგონას მკერავის პროფესიისთვის ამზადებდნენ, გეგმები შეცვალეს.
დ.ლეონარდოსის ფინანსური მხარდაჭერით კიბელე, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლისაც არ იყო, ჩაირიცხა საბერძნეთის დედაქალაქის სამეფო თეატრის დრამატულ სასწავლებელში. 3 თვის შემდეგ, 1901 წლის სექტემბერში, სკოლამ შეწყვიტა ფუნქციონირება, მაგრამ კიბელე კონსტანტინე ხრისტომანოსმა მიიღო „ახალი სცენის“ თეატრალურ დასში. დასი ახალგაზრდა მოყვარული მსახიობებისგან იყო დაკომპლექტებული, რომელთა შორის იყვნენ ს. სკიპისი, მ. მირატი, დ.დევარისი, პოეტი ა.სიკელიანოსი და მისი და ე.პასაიანი.
„ახალი სცენა“ და პირველი ქორწინება
რედაქტირებაკიბელეს სადებიუტო ნამუშევარი შედგა ათენის მუნიციპალურ თეატრში „ახალი სცენის“ შექსპირის ტრაგედიაში „რომეო და ჯულიეტა“ შესრულებული ჯულიეტას როლით. პირველ წარმატებას მოჰყვა მოახლეს როლი ევრიპიდეს „ალკესტში", ჰედვიგას როლი იბსენის „ველურ იხვიში", კ. გოლდონის „ტავერნის მეპატრონე", რის შედეგადაც მან არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ თეატრის კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ამ პერიოდიდან კიბელე გახდა „ახალი სცენის“ მთავარი სახე და ფრანგი დრამატურგის ალფონს დოდეს (Alphose Daudet) (1902 წლის 28 ივლისი) პიესაში „უდანაშაულო" შესრულებული მთავარი როლის შემდეგ მისმა პოპულარობამ აპოგეას მიაღწია. 1903 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა ახალი სცენის“ კოლეგა მიცოს მირატს. მასთან შეეძინა ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი, მოგვიანებით ცნობილი მსახიობი მირანდა მირატი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიბელეს არ უყვარდა მეუღლე, მაგრამ ცოლად იმიტომ გაჰყვა, რომ დედა „გაეჩუმებინა", რომელიც უკმაყოფილო იყო ქალიშვილის თეატრალური და პირადი ცხოვრებით. მოგვიანებით მსახიობმა შვილებს (და შვილიშვილებს) განუცხადა: „თქვენ ხართ იმ კაცის შვილები და შვილიშვილები, რომელიც მე მძულდა“. მირატს ღალატობდა მის მეგობართან, მდიდარ და ახალგაზრდა თეატრის მეწარმე კოსტას თეოდორიდისთან. საბოლოოდ, 1906 წელს კიბელემ დატოვა ოჯახი და მასთან ერთად წავიდა პარიზში. მისი საქციელი ათენის პრესის განხილვის საგანი გახდა. იმ წლების კონსერვატიული საბერძნეთის დედაქალაქისთვის იგი წარმოადგენდა მსახიობის სტერეოტიპულ განსახიერებას, რომელმაც ქმარი და შვილები საყვარლის გამო მიატოვა.
კიბელეს დასი
რედაქტირება1906 წლის დასაწყისში კიბელემ შექმნა საკუთარი დასი კომიკოსთან, სმირნელ კონსტანტინე საიორთან ერთად. როდესაც მსახიობი პარიზში გაემგზავრა, დასი დაიშალა. კიბელე მეორე ქმართან და პარიზში დაბადებულ ქალიშვილთან ერთად (შემდგომში პოპულარული მსახიობი ალიკი ნიკოლაიდი — ფეოდორიდი, 1907-1995, პოლ ნორის სახელით ცნობილი ადვოკატისა და მწერლის ნ. ნიკოლაიდისის მეუღლე), 10 თვის შემდეგ დაბრუნდა ათენში. ქმრის ფინანსური მხარდაჭერით მან ხელახლა ჩამოაყალიბა დასი, ამჯერად ექსკლუზიურად საკუთარი. 1932 წლამდე, როგორც დასის ლიდერმა და წამყვანმა მსახიობმა, დადგა ბერძენი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები, მათ შორის: გ.ქსენოპულოსის, ს.სკიპისის, სპ. მელასის, დ. კორომილასის, დ. თაგოპულოსის, ნიკოლოზ ბერძენის, ტ. სინადინოსის, პ. ჰორნის, ი. პოლემისის, დ. ბოგრისის, ა. პროველენგიოსის, ნ. ლასკარისის, მ. ლიდორიკისის, ჰენრიკ იბსენის, დ'ანუნციოს, მეტერლინკის, მაქსიმ გორკის.
მარიკა კოტოპულთან მეტოქეობა და მისი პოლიტიკური ასპექტი
რედაქტირებაკიბელეს მთავარი მეტოქე ბერძნულ სცენაზე პირველ მსოფლიო ომამდე მარიკა კოტოპული იყო. პრემიერ-მინისტრ ელეფთერიოს ვენიზელოსის პოლიტიკურმა კონფრონტაციამ მეფე კონსტანტინოს I - თან საბერძნეთის ომში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების დაპირისპირება გამოიწვია და თეატრალურ ცხოვრებასაც მოულოდნელი ელფერი შესძინა. ორი მსახიობის პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მათი თეატრალური წარმოდგენები პოლიტიკური ხასიათის გახდა. ვენიზელოსის მხარდამჭერები კიბელეს ტაშით ხვდებოდნენ,ხოლო მისი ოპონენტები — კოტოპულს. შედეგად, თეატრალური წარმოდგენები ათენის ქუჩებში ხშირად ჩხუბით მთავრდებოდა კიბელესა და კოტოპულის ფანატიკურ თაყვანისმცემლებს შორის (ფაქტობრივად ვენიზელოსისა და მეფის მომხრეებს შორის). 1916 წლის ნოემბერში პოლიტიკური ვითარების გამწვავებამ აიძულა კიბელე, როგორც ვენიზელოსის მხარდამჭერი, გაქცეულიყო პარიზში, სადაც იგი შევიდა ვენიზელოსთან დაახლოებული მეგობრების ვიწრო წრეში.[2]
სმირნა
რედაქტირებაკიბელეს არ გაუწყვეტია კავშირი მშობლიურ ქალაქთან, მით უმეტეს, რომ სმირნა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდა, საბერძნეთის ერთ-ერთი თეატრალური დედაქალაქი იყო. კიბელემ და მისმა დასმა სმირნაში წარმოდგენები გამართა 1909, 1910, 1911, 1912 წლებში. ბალკანეთის ომების (1912-1913) შემდეგ მსახიობმა და მისმა დასმა 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, სპექტაკლის გამართვა მოახერხეს სმირნაში. ომის დამთავრებისთანავე და ანტანტასა და დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიას შორის მუდროსის დროებითი ზავის მე-7 მუხლის თანახმად, მოკავშირეებს უფლება ჰქონდათ დაეპყროთ ნებისმიერი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი. 1919 წლის 12 მაისს მოკავშირეების გადაწყვეტილებისთ, სმირნას ოკუპაცია საბერძნეთს გადაეცა.
სმირნაში დესანტის მშვიდობიანი გადასხმა 2/15 მაისს მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. კიბელე და მისი დასი, რომლებიც ქალაქში სპექტაკლებს მართავდნენ, მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. ისინი მოსახლეობასთან ერთად დახვდნენ განმათავისუფლებლებს. ამ ფაქტს თავის წიგნებში ადასტურებს მკვიდრი სმირნელი თეატრის მწერალი და ისტორიკოსი დ.ფოტიადისი, რომელიც 1918 წლის დეკემბერში ჩავიდა სმირნაში საბერძნეთის წითელი ჯვრის მცურავი საავადმყოფოს „ამფიტრიტის“ პერსონალის რანგში. კიბელე და მისი დასი ქალაქის ჩინოვნიკებს შორის აღმოჩნდნენ სმირნელ მიტროპოლიტ ქრიზოსტომუსთან ერთად, რომლებიც ელოდებოდნენ 1/38 ევზონის პოლკის გადმოსხმას „მონადირეთა კლუბის“ შენობის სანაპიროზე.[3]
როდესაც დესანტის გადმოსხმა დაიწყო, კიბელეს დასი თავისუფლების ჰიმნის შესრულებას შეუდგა. მათ ხალხიც აჰყვა. დასის მსახიობები ძველებურ ქიტონებში იყვნენ გამოწყობილები, რამაც ამ ისტორიულ მოვლენას თეატრალური ხასიათი შესძინა. ბოლო წარმოდგენა კიბელეს დასმა სმირნაში 1920 წელს გამართა.[4][5]
გეორგიოს პაპანდრეუ
რედაქტირება1920 წელს კიბელე თავის ჯგუფთან ერთად გასტროლებზე ჩავიდა კუნძულ ქიოსზე, სადაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ცენზურამ, კუნძულის მოქმედი გუბერნატორის, გეორგიოს პაპანდრეუს სახით, აკრძალა მისი დასის გამოსვლა. მსახიობი გუბერნატორთან წავიდა საქმეების მოსაგვარებლად. პაპანდრეუს გაცნობა უეცარი და ვნებიანი სიყვარულის დასაწყისი გახდა, რამაც დასაბამი დაუდო მის მეორე განქორწინებას. მოგვიანებით მან განაცხადა: "გეორგიოსს რომ არ შევხვედროდი, არ ვიცოდი რა არის სიყვარული". იგი დაქორწინდა პაპანდრეუზე 1928 წელს. ამ დროს ორივე დაახლოებით 40 წლის იყო მიტანებული. იმავე წელს შეეძინათ ვაჟი, ასევე გეორგიოსი, რომლის მიმართ კიბელე განსაკუთრებულ სისუსტეს განიცდიდა.
სცენიდან წასვლა
რედაქტირება1932-1934 წლებში, ეროვნული თეატრის (სამეფო თეატრის საქმიანობის შეჩერების შემდეგ) შექმნის პერიოდში (რომელიც შეიქმნა, მისი მეუღლის, მაშინდელი კულტურის მინისტრის გ. პაპანდრეუს განკარგულ;ებით), კიბელე თანამშრომლობდა ბერძნული თეატრის სცენაზე მთავარ მეტოქესთან — მარიკა კოტოპულისთან. თუმცა, მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით „დიდი მსხვერპლი“ გაიღო და მსახიობობას თავი დაანება 15 წლით. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ს. მელისის სპექტაკლში „დაბრუნება დედამიწაზე“.
მეორე მსოფლიო ომის წლები
რედაქტირებასაბერძნეთის სამმაგი გერმანულ-იტალიურ-ბულგარული ოკუპაციის დაწყებისთანავე პაპანდრეუმ გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ აიღო. 1943 წლის აპრილში კიბელეც მეუღლის კვალდაკვალ გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ლიბანში, ეგვიპტესა და იტალიაში ემიგრაციაში მყოფი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა. მსახიობი მეუღლესთან ერთად საბერძნეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მიერ გათავისუფლებულ ათენში დაბრუნდა, სადაც პრემიერ მინისტრი გ. პაპანდრეუ დეკემბრის სისხლიანი მოვლენების ერთ-ერთი გმირი გახდა. მომდევნო წლებში პაპანდრეუ გატაცებული იყო ჩილელი მომღერლით — როზიტა სერანოთი (Rosita Serrano) და 1949 წლისთვის პაპანდრეუ-კიბელეს წყვილი განქორწინების ზღვარზე აღმოჩნდა.
სცენაზე დაბრუნება
რედაქტირება1950 წლის ზაფხულიდან კიბელე სცენას დაუბრუნდა. მან მარიკა კოტოპულოსთან ერთად ითამაშა სპექტაკლში „ედუარდის ბავშვები. ასევე მთავარი როლი შეასრულა ეროვნულ თეატრში შოტლანდიელი დრამატურგის ჯეიმზ ბრაიდის სპექტაკლში „დაფნე ლორეოლა“ და 1952 წელს — კვლავ მარიკა კოტოპულთან ერთად ჟან კოქტოს სპექტაკლში „საშინელი მშობლები“.
კინემატოგრაფიაში
რედაქტირებაკიველის კინემატოგრაფიული მოღვაწეობა შემოიფარგლებოდა სამი ფილმით:
ბოლო წლები
რედაქტირებაგ.პაპანდრეუ გარდაიცვალა 1968 წელს. ვინაიდან კიბელე ოფიციალურად არ იყო განქორწინებული ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, შავი პოლკოვნიკების სამხედრო ხუნტამ, რომელიც ხელისუფლებაში ერთი წლით ადრე მოვიდა, მსახიობს ნებართვა სთხოვა ოფიციალური სამგლოვიარო პროცესია "სახელმწიფოს ხარჯებით" ჩაეტარებინათ, რაც საბერძნეთში სახელმწიფოს მიერ გარდაცვლილის დიდი წვლილის აღიარებას ნიშნავს ქვეყნის წინაშე. თუმცა კიბელემ უარი თქვა და განაცხადა, რომ ყველა ხარჯს თავად გაიღებდა. ეს თავისთავად პოლიტიკური ნაბიჯი იყო და სამხედრო ხელისუფლების არაღიარებას ნიშნავდა. გ.პაპანდრეუ დაკრძალვა მრავალათასიან ანტიდიქტატორულ აქციად გადაიქცა. თავად კიბელე მძიმედ დაავადდა 1977 წელს. ერთი წელი გაატარა ათენის „ევანგელიზმოს“ საავადმყოფოში. გარდაიცვალა 1978 წლის 26 მაისს, 4 შვილის (ალექსანდრე და მირანდა მირატისგან, ალიკი კ. თეოდორიდისისგან, გეორგიოსი გ.პაპანდრეუსგან, რომელიც მომავალი პრემიერ მინისტრ ანდრეას პაპანდრეუს მამის ძმა იყო), 3 შვილიშვილის, 6 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილის გარემოცვაში.[7][8]
ხსოვნა
რედაქტირებაკიბელეს სახელობის ინსტიტუტი დაარსდა კუნძულ სიროსის ქალაქ ერმუპოლისში, სადაც 16 წლის ასაკში და პირველ მეუღლესთან დ.მირატთან ერთად კიბელე კონსტანტინე ქრისტომანოსის დასთან ერთად გამოდიოდა. ქალაქში ასევე ფუნქციონირებს „კიბელეს სახლი“, როგორც მუზეუმი.[9][10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Κυβέλη (γενικά στοιχεία). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-09. ციტირების თარიღი: 2023-03-30.
- ↑ Η τεράστια κυρία του νεοελληνικού θεάτρου, Κυβέλη — Newsbeast. ციტირების თარიღი: 2018-11-26
- ↑ Δημήτρης Φωτιάδης, Σαγγάριος, εκδ.Φυτράκη 1974 (ბერძ.)
- ↑ Δημήτρης Φωτιάδης, Ενθυμήματα, εκδ. Κέδρος 1981
- ↑ Smyrne, deux mille sept cents ans d’une histoire tourmentée, par Philip Mansel (Le Monde diplomatique, mars 2008). ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2018. დაარქივებულია 24 დეკემბერი 2018.(ფრანგ.)
- ↑ Internet Movie Database — 1990.
- ↑ "An extended theatre family – Kyveli Institute". kyveli.eu. Retrieved 2021-07-08.
- ↑ Pas L. v. Kyveli Andrianos // Genealogics — 2003.
- ↑ Ινστιτουτο Κυβελη — Συρος — Kyveli Institute. ციტირების თარიღი: 2018-11-26
- ↑ Οικια Κυβελη — Εκθεσιακος Χωρος — Kyveli Institute. ციტირების თარიღი: 2018-11-26