დეკემბრიანა (ბერძ. Δεκεμβριανά, „დეკემბრის მოვლენები“) — სამხედრო მღელვარება ათენში. მიმდინარეობდა 1944 წლის 3 დეკემბრიდან 1945 წლის 6 იანვრამდე. დაპირისპირება მიმდინარეობდა ერთი მხრივ სეგფ-ს, სსგა-სა და სკპ-ს, ხოლო მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებსა და მათ ფართო სპექტრის ბერძენ მოკავშირეებს შორის, დაწყებული სოციალ-დემოკრატებით (პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ) და დამთავრებული „უსაფრთხოების ბატალიონით“, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თანამშრომლობდნენ გერმანელ ფაშისტებთან.
მღელვარება დაიწყო 1944 წლის 3 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ძალებმა და ბრიტანეთის ჯარის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი აქცია ქალაქის ცენტრში მდებარე უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ყველა პარტიზანული დანაყოფის განიარაღება. მიტინგის დაცხრილვის შედეგად დაიღუპა 33 და დაიჭრა 148 დემონსტრანტი. ბრძოლები გაგრძელდა 33 დღე და დასრულდა 1945 წლის 6 იანვარს.
აღნიშნული მღელვარება გახდა საბერძნეთის სამოქალაქო ომის პრელუდია.