კვარჩხიღალი
კვარჩხიღალი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ძველი სენაკის თემის შემადგენლობაში.[2] მდებარეობს მდინარე კვარჩხიღალის (ტეხურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე. ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. კვარჩხიღალში არის კარსტული მღვიმე.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 490.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II