კერნზი
კერნზი[1] (ინგლ. Cairns) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერით, მოსახლეობა შეადგენს 156 169 ადამიანს[2], მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კერნზის მეთოთხმეტე ადგილი უკავია ავსტრალიის ქალაქებს შორის, მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 320,02 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ფართობია 488 კმ². კერნზი 1707 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 2420 კილომეტრით დაცილებულია მოსაზღვრე შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი დაარსდა 1876 წელს. ქალაქი გაშენებულია მარჯნის ზღვის ნაპირებზე და ის მდებარეობს კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კუინზლენდის ტენიანი ტროპიკების ეროვნული პარკი. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 2222.9 მმ-ს.
ქალაქი | |
---|---|
კერნზი ინგლ. Cairns | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | კუინზლენდი |
კოორდინატები | 16°55′00″ ს. გ. 145°46′00″ ა. გ. / 16.91667° ს. გ. 145.76667° ა. გ. |
დაარსდა | 1876 |
ფართობი | 488 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 156 169 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 320,02 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 |
საფოსტო ინდექსი | 4870 |
ოფიციალური საიტი | cairns.qld.gov.au |
გალერეა
რედაქტირება-
კერნზი, მთა უიტფილდიდან
-
«ცენტრალური სასტუმრო», კერნზი
-
სიქიზმური რელიგიის ტაძარი, კერნზი
-
საზღვაო ბილიკი
-
კერნზის პლაჟი
-
ჩანჩქერი «ბერონო» კერნზიში
-
ტროპიკული ტყე, პლატო ატერტონი
-
გაუალი ტყეები კერნზის სიახლოვეს
-
ნიანგი ტროპიკულ ტყეში, კერნზი
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- ლაე, პაპუა-ახალი გვინეა (მორობეს პროვინცია) 1984 წლიდან
- მინამი, იაპონია (ტოკუსიმა) 1969 წლიდან
- ოუამა, იაპონია (ტოტიგი) 2006 წლის 15 ივნისი
- რიგა, ლატვია 1990 წლიდან[3]
- სკოტსდელი აშშ 1987 წლიდან
- სიდნეი (ბრიტანეთის კოლუმბია) კანადა 1984 წლიდან
- ჩანძიანი, ჩინეთი (გუანდუნის პროვინცია) 2004 წლიდან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში, თბ., 1989. — გვ. 90.
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-22. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
- ↑ Twin cities of Riga. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2009-07-27.