ჯონ ფიცჯერალდ კენედი

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი
(გადამისამართდა გვერდიდან კენედი, ჯონ ფიცჯერალდ)

ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი (ინგლ. John Fitzgerald „Jack“ Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი, 1917 — გ. 22 ნოემბერი, 1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხილი.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი
John Fitzgerald Kennedy
ჯონ ფიცჯერალდ კენედი John Fitzgerald Kennedy
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1961 – 22 ნოემბერი, 1963
ვიცე-პრეზიდენტი  ლინდონ ჯონსონი
წინამორბედიდუაიტ ეიზენჰაუერი
მემკვიდრელინდონ ჯონსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1953 – 22 დეკემბერი, 1960
წინამორბედიჰენრი კაბოთ ლოდჯი
მემკვიდრებენჯამინ სმითი

წარმომადგენელთა პალატის წევრი მასაჩუსეტსიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1947 – 3 იანვარი, 1953
წინამორბედიჯეიმზ კარლი
მემკვიდრეტიმ ონეილი

დაბადებული29 მაისი, 1917
ბრუკლაინი, მასაჩუსეტსი
გარდაცვლილი22 ნოემბერი, 1963
დალასი, ტეხასი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეჟაკლინ კენედი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო.

ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947–1953) და სენატის (1953–1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1953 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა ჟაკლინ ბუვიერზე. 1955 წელს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კრებული „სიმამაცის სახეები“ (Profiles in Courage) დაწერა, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა.

1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად.[1][2] იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება.[3] მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაცია, კუბის კრიზისი, ბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრი, აფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის.[4]

დაკრძალულია ვაშინგტონში არლინგტონის სასაფლაოზე.

შეთქმულების თეორია

რედაქტირება

არსებობოს შეთქმულების თეორია რომელიც ამტკიცებს რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა FBI-ის და CIA-ის დაგეგმილი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯონ ფიცჯერალდ კენედი

  1. თეოდორ რუზველტი 9 თვით ახალგაზრდა იყო, როცა პირველად დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა 1901 წლის 14 სექტემბერს, მაგრამ იგი 1904 წლამდე (46 წლის) არჩეული პრეზიდენტი არ იყო.
  2. „The Sixties“. Junior Scholastic. 1994-02-11. ციტირების თარიღი: 2008-12-01.
  3. Pulitzer.org FAQ
  4. American Experience: John F. Kennedy, PBS. Retrieved on February 25, 2007.