კეთრინ გრინუეი (დ. 17 მარტი, 1846 - გ. 6 ნოემბერი, 1901 ) — ინგლისელი ვიქტორიანელი მხატვარი და მწერალი, რომელიც ცნობილია საბავშვო წიგნების ილუსტრაციებით. მან მიიღო განათლება გრაფიკულ დიზაინსა და ხელოვნებაში 1858-1871 წლებში ფინსბერის ხელოვნების სკოლაში, სამხრეთ კენსინგტონის ხელოვნების სკოლაში, ჰითერლის ხელოვნების სკოლაში და სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში. მან კარიერა დაიწყო მისალოცი ბარათების მზარდი ბაზრის დიზაინერობით, საშობაო და ვალენტინობის ბარათების წარმოებით. 1879 წელს ხის ბლოკის გრავიურმა და მბეჭდავმა ედმუნდ ევანსმა დაბეჭდა წიგნი ფანჯრის ქვეშ. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი, რამაც ჩამოაყალიბა კეთრინის რეპუტაცია. მისი თანამშრომლობა ევანსთან გაგრძელდა 1880-იან და 1890-იან წლებში.

კეიტ გრინუეი
ინგლ. Kate Greenaway
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1846(1846-03-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ლონდონი[13]
გარდაცვალების თარიღი 6 ნოემბერი, 1901(1901-11-06)[1] [3] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფროგნალი
დასაფლავებულია ჰემპსტედის სასაფლაო[6]
საქმიანობა მხატვარი[14] , მწერალი[15] , ილუსტრატორი[14] [15] , საბავშვო მწერალი და ხელოვანი[16]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ხელოვნების სამეფო კოლეჯი და ჰიზერლის სამხატვრო კოლეჯი

ბავშვების გამოსახულებები წარმოსახვითი მე-18 საუკუნის კოსტიუმებით დედოფალ ანას სტილში ძალიან პოპულარული იყო ინგლისში და საერთაშორისო დონეზე, რამაც დაამკვიდრა კეიტ გრინუეის სტილი. ფანჯრის ქვეშ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში გრინუეის ნამუშევარს მიბაძეს ინგლისში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში .

ბავშვობა

რედაქტირება

კეიტ გრინუეი დაიბადა ჰოქსტონში, ლონდონში, ოთხი შვილიდან მეორე, მუშათა კლასის ოჯახში. დედამისი, ელიზაბეთი, ტანსაცმლის მწარმოებელი იყო, ხოლო მამამისი, ჯონი, გრავიური, რომელმაც უარი თქვა სტაბილურად მუშაობაზე რათა დამოუკიდებლად ემუშავა. როდესაც გრინუეი ძალიან ახალგაზრდა იყო, ის დათანხმდა, რომ მიეწოდებინა გრავირებული ილუსტრაციები ჩარლზ დიკენსის პიკვიკის კლუბის ჩანაწერების ახალი გამოცემისთვის, და გაგზავნა თავისი ახალგაზრდა ოჯახი სოფლად ნათესავებთან, რათა თავი მიეძღვნა გრავიურების დამზადებისათვის. სოფლად ცხოვრებამ კეიტზე ღრმა გავლენა მოახდინა. ეს იყო ადგილი, სადაც ის დიდ დროს ატარებდა ბავშვობაში. [17] [18] საბავშვო ლიტერატურის მეცნიერის, ჰამფრი კარპენტერის თქმით, გრინუეისთვის ეს პერიოდი იყო „გადამწყვეტი. იგი გრძნობდა, რომ ეს იყო მისი ნამდვილი სახლი, გონების სამყოფელი, რომელიც მას ყოველთვის შეეძლო ხელახლა წარმოედგინა“. ლონდონის ბინძურ ქუჩებში დაბრუნების შემდეგ როლესტონი მის გონებაში მოსანახულებლად და გამუდმებით გასალამაზებელ ადგილად იქცა. [18]

გამომცემელი, რომელმაც ჯონ გრინუეის ნამუშევარი შეუკვეთა, გაკოტრდა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა. [17] [18] როდესაც ელიზაბეტ გრინუეი როლესტონიდან ბავშვებთან ერთად დაბრუნდა, ოჯახი გადავიდა იზლინგტონში, სადაც მან გახსნა საბავშვო კაბების მაღაზია, რომელიც იზიდავდა მდიდარ კლიენტებს. [19] ოჯახი ცხოვრობდა მაღაზიის ზემოთ ბინაში. [20]

ჯონ გრინუეი ზრუნავდა დედასა და ორ დაზე, ისევე როგორც საკუთარ ოჯახზე. [19] ის ცალ-ცალკე იღებდა გრავიურებს, ჩვეულებრივ ყოველკვირეულ პუბლიკაციებში, როგორიცაა The Illustrated London News . ის ხშირად მუშაობდა ხეზე კვეთაზე მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის შუქზე. [17] კეიტს სიამოვნებდა მისი ყურება და მისი ნამუშევრების მეშვეობით ჯონ ლიჩის, ჯონ გილბერტისა და კენი მედოუზის ილუსტრაციებს ეცნობოდა. [21]

ბავშვობაში გრინუეის მშობლები ასწავლიდნენ მას სახლში; მოგვიანებით იგი გაგზავნეს სხვადასხვა სკოლაში; [18] ის იყო ზღაპრების წიგნის ვერსიების გულმოდგინე მკითხველი - მისი ფავორიტები იყო „მძინარე მზეთუნახავი“, „კონკია“ და " ==„ურჩხული და მზეთუნახავი“ - ასევე შექსპირის ილუსტრირებული გამოცემები. [18] [21]

განათლება და ადრეული ნამუშევრები

რედაქტირება
 
გრინუეი 16 წლის ასაკში.

1857 წელს, 12 წლის ასაკში, ესწრებოდა ღამის გაკვეთილებს დეკორატიულ ხელოვნებაში ახლომდებარე ფინსბერის სკოლაში, [18] სამხრეთ კენსინგტონის ხელოვნების სკოლის ადგილობრივი ფილიალი. ღამის კურსები ღია იყო მხოლოდ ქალებისთვის, სთავაზობდნენ ხატვას, ფაიფურის ფერწერას, ხის გრავიურას და ლითოგრაფიას . [22] ერთი წლის შემდეგ სრულ განაკვეთზე დაიწყო სწავლა. კურსები ოთხი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც მან დაასრულა 1864 წელს, [22] სამეფო ქალთა ხელოვნების სკოლაში წასვლამდე. [23]

სამეფო ქალთა ხელოვნების სკოლის დირექტორი იყო რიჩარდ ბურშეტი. [22] გრინუეი საკმაოდ მორცხვი იყო და თავს უბრალოდ და არამიმზიდველად მიიჩნევდა სხვა სტუდენტებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, იგი დაუმეგობრდა ბევრად უფრო პოპულარულ ტომპსონს, [22] ვისთან ერთადაც იზიარებდა სტუდიას. [24] ორი ახალგაზრდა ქალი გულმოდგინედ მუშაობდა საკუთარ სტუდიაში, რათა დაეხვეწათ თავიანთი უნარები. ამ მომენტში მას უფლება მიეცა დაეხატა ადამიანის ფიგურები, ჯერ თაბაშირის ჩამოსხმისგან, შემდეგ კი ისტორიულ ან ორნამენტულ კოსტიუმებში ჩაცმული მოდელებისგან, უნარ-ჩვევები, რომლებიც მან გამოიყენა ზაფხულის განმავლობაში როლესტონში. თუმცა, მან ვერ შეძლო სრულად დაუფლებოდა ადამიანის ანატომიას; [23] იმედგაცრუებული იყო, რადგან შიშველი მოდელები ქალთა კლასებში არ იყო დაშვებული. შემდგომ ჩაირიცხა ღამის კლასებში ჰეზერლის სახვითი ხელოვნების სკოლაში, სადაც გაიცნო ედვარდ ბერნ-ჯონსი, ედვარდ პოინტერი და უოლტერ კრეინი . [22]

კეიტ გრინუეიმ დაიწყო მისალოცი ბარათების დამზადება. [22] მისალოცი ბარათები პირველად გამოჩნდა 1840-იან წლებში და 1860-იან წლებში ბაზარი აფეთქდა. [25] ბარათების მწარმოებელმა Marcus Ward & Co-მ დაიქირავა გრინუეი 1871 წელს. [26] მისი დიზაინი კარგად გაიყიდა და მათ ნამუშევრებზე თქვეს, რომ „მისი განსაკუთრებული ნიჭი იყო კოსტუმების ფიგურებისა და დახვეწილი ფერების მიმართულება“. [27] მისი ბარათები პოპულარული იყო და ვალენტინობის კვირაში 25000 ეგზემპლარად გაიყიდა. [28]

მისი პირველი წიგნი, ფანჯრის ქვეშ (1879), მარტივი, იდილიური ლექსების კრებული ბავშვების შესახებ, ბესტსელერი იყო. [29]

შემდგომი წლები და გარდაცვალება

რედაქტირება
 
რიჩარდ ნორმან შოუს მიერ კეიტ გრინუეისთვის აშენებული სახლი ფროგნალში.

1880-იან წლებში წიგნის ფირფიტების ყველაზე პოპულარული დიზაინერები იყვნენ გრინუეი, კრეინთან და ობრი ბერდსლისთან ერთად. მათ ნამუშევრებში გამოიკვეთა რთული არტ-ნუვო ელემენტები, მოქცეული ვაზისა და ყვავილების ნიმუშებით. [30]

გრინუეი 1889 წელს აირჩიეს ფერმწერთა სამეფო ინსტიტუტის წევრად. მან თავისი ნამუშევრები გამოფინა სახვითი ხელოვნების სასახლეში 1893 წლის მსოფლიო კოლუმბიურ გამოფენაზე ჩიკაგოში, ილინოისი. [31] ის ცხოვრობდა არტს-ენდ-კრაფტის სტილის სახლში, რომელიც მან დაავალა რიჩარდ ნორმან შოუს ფროგნალში, ლონდონში, თუმცა ზაფხულს ატარებდა როლესტონში.

გრინუეი გარდაიცვალა მკერდის სიმსივნით 1901 წელს, 55 წლის ასაკში [32] ის დაკრძალულია ლონდონში, ჰემპსტედის სასაფლაოზე .

გრინუეის ნახატების რეპროდუცირება მოხდა ქრომოქსილოგრაფიით, რომლითაც ფერები იბეჭდებოდა ხელით გრავირებული ხის ბლოკებიდან ედმუნდ ევანსის ფირმის მიერ. [33] 1880-იან და 1890-იან წლებში მისი ერთადერთი კონკურენტები საბავშვო წიგნების ილუსტრაციებში იყვნენ უოლტერ კრეინი და რენდოლფ კალდეკოტი .

კეიტ გრინვეეის სტილს ხშირად იყენებდა მხატვარი მოდ გუდმანი ბავშვების გამოსახულებაში.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

კეიტ გრინუეის მედალი, რომელიც დაარსდა მის პატივსაცემად 1955 წელს, ყოველწლიურად ენიჭება დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკებისა და ინფორმაციის პროფესიონალების ინსტიტუტის მიერ საბავშვო წიგნების ილუსტრატორს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Benezit Dictionary of Graphic Artists and Illustrators, Vol 1. (2012). New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-992305-2 p. 488
  • Darton, F. J. (2011). Children’s Books in England: Five Centuries of Social Life. Ed. Brian Alderson, New York: Cambridge UP. ISBN 9781108033817
  • Hahn, Daniel. (2015) The Oxford Companion to Children's Literature. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-969514-0
  • Robert W. Kiger (ed.). (1980) Kate Greenaway: Catalogue of an Exhibition of Original Artworks and Related Materials Selected from the Frances Hooper Collection at the Hunt Institute. ISBN 0-913196-33-9
  • Shuster, Thomas E. and Rodney K. Engen. (1986). Printed Kate Greenaway: A Catalogue Raisonné. ISBN 0-9511752-0-3
  • Thomson, Susan Ruth (1977). "Kate Greenaway: A Catalogue of the Kate Greenaway Collection, Rare Book Room, Detroit Public Library". ISBN 0-8143-1581-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #122365062 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Kate Greenaway
  4. Kate GreenawayOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Routh E. M. Greenaway, Kate // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T034769
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 192. — ISBN 978-1-85743-228-2
  12. 12.0 12.1 ПроДетЛит — 2019.
  13. 13.0 13.1 13.2 Digital Library for Dutch Literature — 1999.
  14. 14.0 14.1 Union List of Artist Names — 2018.
  15. 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
  16. Gaze D. Concise Dictionary of Women ArtistsFitzroy Dearborn Publishers, 2001.
  17. 17.0 17.1 17.2 Devereux, 49-50
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Carpenter, 225
  19. 19.0 19.1 Spiegel, 53
  20. Devereux, 50
  21. 21.0 21.1 Devereux, 53
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 Devereux, 57-60
  23. 23.0 23.1 Carpenter, 226
  24. Spielmann, 43
  25. Rudikoff, 409
  26. Greenaway Papers, USM de Grummond Library. Accessed October 4, 2017
  27. Devereux, 60
  28. Spielmann, 48
  29. Danger, 311
  30. Keenan, James. (2003) The Art of the Bookplate. Barnes & Noble. ISBN 9780760746967, 23-24
  31. Nichols, K. L.. Women's Art at the World's Columbian Fair & Exposition, Chicago 1893. ციტირების თარიღი: 29 July 2018
  32. K is for Kate დაარქივებული 2019-12-19 საიტზე Wayback Machine. . Cleveland Museum of Art. Retrieved September 18, 2017
  33. Color Printing in the 19th century. University of Delaware.Retrieved September 18, 2017