ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იზლინგტონი (ინგლ.: London Borough of Islington ['izliŋtən] ) — ლონდონის უბანი, რომელიც წარმოიშვა 1965 წელს, უბნების – იზლინგტონისა და ფინსბერის შეერთების შემდეგ.

იზლინგტონი

იზლინგტონში მკვეთრად იგრძნობა ლონდონის მცხოვრებთა სოციალური დისბალანსი. ერთი მხრივ აქ მოსახლეობის 55% სოციალუტ საცხოვრებლებში ცხოვრობს, მეორე მხრივ კი უბანში შეხვდებით სახლებს რომელთა ღირებულება 3 მილიონ ინგლისური ფუნტია. აქვეა მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბის "არსენალის" ჰაიბერის სტადიონი. იზლინგტონში ლონდონის 2 საპყრობილეა: ჰოლოვეისა და პენტონვილის. ამ უბანში წლების განმავლობაში ცხოვრობდა პრემიერ-მინისტრი ტონი ბლეერი.

იზლინგტონის ფართობია 14,86 კმ², მოსახლეობა - 181,013 კაცი, აქედან: თეთრკანიანი - 75,4%, შავკანიანი - 11,9%, სამხრეთ აზიელი - 5,4% და ჩინელი 1,7%.

 
იზლინგტონის გერბი
  • ეინჯელი
  • არჩვეი
  • ბარნსბერი
  • ქენონბერი
  • ქლერკენველი
  • ფინსბერი
  • ჰაიბერი
  • ჰოლოვეი
  • იზლინგტონი
  • კინგს ქროსი
  • ლოუერ ჰოლოვეი
  • პენტონვილი
  • ტანფელ პარკი
  • აფერ ჰოლოვეი

ცნობილი პიროვნებები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზლინგტონი“-დან