კატეხის ეკლესია
კატეხის ეკლესია (აზერ. Katex kilsəsi) — ისტორიული ეკლესია საინგილოში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბელაქნის რაიონის სოფელ კატეხში, მდინარე მაწეხის ხეობაში. აშენებული უნდა იყოს 697 წლამდე. უცნობია ქტიტორის ვინაობა. სავარაუდებელია, რომ აგებული იყოს ერისმთავარისა და მოწამის, არჩილის მიერ და მიმდებარე მამულებითურთ შეწირული მცხეთის ეკლესიისადმი. X საუკუნეში, ჰერეთის სამეფოს გაძლიერების შემდგომ, ეს პუნქტი მხარის სხვა ზოგიერთ ადგილთან ერთად წაერთვა კახეთის საქორეპისკოპოს და ჰერეთს მიუერთდა.[1] კატეხი აოხრებული იყო 697 წლის არაბი ალი ამირის შემოსევის შემდეგ, ვიდრე 1040 წლამდე, მანამ სანამ იგი განაახლა და აღადგინა კათოლიკოსმა მელქისედეკმა და სთხოვა მეფე ბაგრატ IV-ს მისი ეკლესიის საკუთრებად დამტკიცება:
კატეხის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°38′40″N 46°32′32″E / 41.644444° ჩ. გ. 46.542222° ა. გ. |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | ბელაქანი |
ადგილმდებარეობა | სოფ. კატეხი, ზაქათალის ნაკრძალი. |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
„მოვიგე ჰერეთს მონასტერი დიდითა ძალითა, და ლაგოდახი, და ჰერეთსავე კატეხისა ეკლესია, შესავლითა მისითა, და კაკს ათ-თორმეტი ვაჭარი, რომელნი ძველად ჰქონდა სვეტიცხოველსა.“
| |
(ჟორ. ქრონ. ნაწ. 1, გვ. 185)
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დიმიტრი ჯანაშვილი (ინგილო ჯანაშვილი) — გეოგრაფიული და ისტორიული აღწერა ჰერეთისა // მოგზაური. - 1901. - N10. - გვ.937-945
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ისტორიის ატლასი, გგ. 16-19.