კაკი, კახისაქართველოს ისტორიულ პროვინციის ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი და მხარე ახლანდელი აზერბაიჯანის ფარგლებში. მოიცავს კახის რაიონის ტერიტორიას. ისტორიული პუნქტი კახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. პირველად იხსენიება XI საუკუნის დასაწყისში, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო დაბა.

პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი კაკი ჩამოართვა და წახურელ ლეკებს გადასცა. კაკი იყოფოდა 3 ნაწილად: კახ-ბაში, კახ-ინგილო და კახ-მუალი. XVIII საუკუნის I მეოთხედში კაკში საბოლოოდ ჩამოყალიბდა წახურელ ლეკთა ე. წ. უბატონო თემები (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილისა და წახურის), რომელთაც კახეთის სამეფოს საკმაოდ დიდი ნაწილი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს. ასე ჩაეყარა საფუძველი შემდგომი დროის ელისუს სასულთნოს, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 324.
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1973;
  • მისივე, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 3, თბ., 1966
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაკი&oldid=4256857“-დან