კახ-ბაში
კახ-ბაში (აზერ. Qaxbaş) — სოფელი აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონში. სოფელი საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ერთეულის — კაკის — ნაწილი. შედის ახლანდელ აზერბაიჯანის კახის რაიონში, რაიონული ცენტრის — ქ. კახის ნაწილი. კახ-ბაშის ტერიტორიაზე დაცულია საკულტო არქიტექტურის ძეგლი — VI–VIII საუკუნეების ბაზილიკა. მოსახლეობის რაოდენობა — 2,983 კაცი.
სოფელი | |
---|---|
კახ-ბაში | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | შაქი-ზაქათალა |
რაიონი | კახი |
კოორდინატები | 41°26′00″ ჩ. გ. 46°58′00″ ა. გ. / 41.43333° ჩ. გ. 46.96667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 758 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ლიტერატურა
რედაქტირება- პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
- პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 447.