ზაქათალის ნაკრძალი
ზაქათალის ნაკრძალი (აზერ. Zaqatala Dövlət Təbiət Qoruğu) — სახელმწიფო ნაკრძალი აზერბაიჯანში. მდებარეობს ზაქათალის რაიონში. ნაკრძალი შეიქმნა 1929 წელს და მისი მიზანი მთის ტყიანი ლანდშაფტების დაცვა იყო. მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 600-3600 მეტრამდე ზონაში. გავრცელებულია ვერხვი, ჭალის მუხა, ქართული მუხა, რცხილა, წიფელი, თელა, ცაცხვი, იფანი, წაბლი. ცხოველებიდან ბინადროს ჯიხვი, კავკასიური ირემი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, კვერნა, შურთხი და სხვა. მისი ფართობია 25 200 ჰა, საიდანაც ტყეებს უკავია 15 772 ჰა, მინდვრებს — 5830 ჰა
ზაქათალის ნაკრძალი
Zaqatala Dövlət Təbiət Qoruğu | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
მდებარეობა | ზაქათალის რაიონი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ფართობი | 25200 ჰა |
დაარსდა | 1929 |
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებანაკრძალში 800-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება.
ტყის ქვედა საზღვარზე (1200 მ-მდე) იზრდება იბერიული მუხა, ნეკერჩხალი, და სხვა ჯიშის ხეები, რომლებიც შერეულ ტყეს ქმნიან. ტყეში მცირე ზომის ხეებსა და ბუჩქებში ბევრი კენკროვანი მცენარე იზრდება — თხილი, კუნელი, შინდი, უცვეთელა, იელი, ზღმარტლი და სხვ.
საშუალოდ ტყის სარტყელში (1200—1800 მ) აღმოსავლური წიფლის ხელშეუხებელი ტყეებია (ნაკრძალის 75 %-ზე მეტ ფართობზე), ხეების საშუალო ასაკი 150 წელია. მდინარეების ხეობებში იზრდება შავი მურყანი, ზედა ტერასებზე — მრავალსაუკუნოვანი ცაცხვები, კაკლის ხეები, ხურმა, თხილი, ველური ბალი.
ტყის სარტყლის ზედა დანოტივებულ ნაკვეთებზე (2000 მ-მდე) იზრდება ნეკერჩხლისა და შერეული (საყვირის ხე, წიფელი, ცირცელი, არყის ხე) ტყეეები, რომლებსაც ცვლიან მაღალმთიანი მუხნარები, არყის მეჩხერი ტყეები და კავკასიური როდოდენდრონის ბუჩქნარები. აქვე გვხვდება ფიჭვი ტყეებით დაკავებული მცირე მონაკვეთი.
სუბალპური მთის ზოლის ფერდობი დაფარულია მაღალი ტანის ბალახებით, მწვანე მინდვრებით, რომლებიც გამოიყენება როგორც საძოვრები დაღესტნელი ჯიხვების, კეთილშობილი ირმებისა და შველების მიერ. 2400 მეტრის სიმაღლის გადასახედიდან ფართოდაა გადაჭიმული ალპური მინდვრები.
ნაკრძალში არის 37 სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველი (ირმები, ტახები, დათვები, კვერნები, თახვები, ტყის კატები, ფოცხვერები), 8 სახეობის ამფიბია, 12 სახეობის რეპტილია, 104 სახეობის ფრინველი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.