კატაბალახასებრნი (ლათ. Valerianaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ მოპირისპირედ განწყობილი მთლიანი ან დანაწევრებული უთანაფოთლო ფოთლები და რთულ ყვავილედებად თავმოყრილი ორსქესიანი ან ერთსქესინი ყვავილები, 4, ზოგჯერ 3—1 მტვრიანა. გინეცეუმი 3 ნაყოფის ფოთლისაგან შედგება, მათგან 2 განუვითარებელია. ნასკვი ქვედაა. ნაყოფს აქვს საფრენი.

კატაბალახასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Valerianaceae

ოჯახი აერთიანებს 13 გვარის 140 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ამერიკის, ევრაზიის და აფრიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 3 გვარის 21 სახეობა. მნიშვნელოვანი გვარებია კატაბალახა, ვალერიანელა და კენტრანტუსი.

ლიტერატურა

რედაქტირება