კასპიის სალამურა

კასპიის სალამურა (ლათ. Caspiomyzon wagneri) — უყბო თევზი სალამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, კასპიის ზღვის აუზში. მამრების საშუალო სიგრძეა 36 სმ, მდედრისა 37 სმ. მაქსიმალური სიგრძე 55 სმ აღწევს, მასა 206 გრამს. ბინადრობს მტკნარ და ზღვის წყლებში. სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ტოფობს (5–6 წლის ასაკში[1]); მარტიდან ივნისამდე მტკნარ წყალში ყრის &&&&&&&&&&020000.&&&&&020 000–&&&&&&&&&&032000.&&&&&032 000 ცალ ქვირითს. ტოფობის შემდეგ მწარმოებლები იღუპებიან. იკვებება მცენარეულობით, დეტრიტით, წვრილი ორგანიზმებითა და სხვა თევზებით. მინგეჩაურის წყალსაცავის აგებამდე საქართველოში მრავლად იყო, დღეისათვის იშვიათად გვხვდება. ცოცხლობს 6 წლამდე. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობა.[2]

კასპიის სალამურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caspiomyzon wagneri (Kessler, 1870)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 NT ka.svgსაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 135706

სქოლიორედაქტირება

  1. Промысловые рыбы России [в двух т.] / под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. т. 2. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — стр. 13–14, 624 c. ISBN 5-85382-229-2.
  2. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 6.