კაროლინა ბრიტანელი (ინგლ. Caroline of Great Britain; დ. 10 ივნისი, 1713, ჰანოვერი, გერმანია — გ. 28 დეკემბერი, 1757, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის ქალიშვილი. მეფე ჯორჯ III-ის მამიდა.

კაროლინა ბრიტანელი
Princess Caroline Elizabeth (1713-1757), by Jacopo Amigoni.jpg
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 10 ივნისი, 1713
ჰანოვერი, გერმანია
გარდაიცვალა 28 დეკემბერი, 1757, (44 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

პრინცესა ამალია დაიბადა 1713 წლის 10 ივნისს ჰერენჰაუზენის სასახლეში, ჰანოვერში. იგი იყო ჰანოვერის მეფე გეორგ ლუდვიგის ვაჟის, პრინცი გეორგისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის შუათანა ქალიშვილი.

1714 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანა უშვილოდ აღესრულა, რითაც შეწყდა სტიუარტთა დინასტია. ამის გამო ტახტი ჯეიმზ I-ის შვილთაშვილმა, ამელიას ბაბუამ დაიკავა ჯორჯ I-ის სახელით. ამის შემდეგ მათი ოჯახი ლონდონში გადასახლდა, მისი მშობლები კი უელსის პრინცი და პრინცესა გახდნენ. 1727 წელს, ჯორჯ I-ის დაღუპვის შემდეგ ტახტზე კაროლინას მამა, ჯორჯ II ავიდა.

ჯერ კიდევ 1722 წელს პრინცესა კაროლინას ვარიოლა, იგივე ყვავილი შეეყარა. მართალია იგი გამოჯანმრთელდა, რაც სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ სახე დაუმახინჯდა, რამაც მისი უცხოელ მონარქზე დაქორწინების პერსპექტივა მოსპო. მეფე ჯორჯს შეეძლო თავისი ქალიშვილისათვის ნება მიეცა სასურველ მამაკაცზე დაქორწინებულიყო, თუმცა არ სურდა თავისი შვილები უფრო დაბალი სოციალური წრის ხალხს დანათესავებოდნენ, რის გამოც კაროლინა, ისევე როგორც მისი უფროსი და, პრინცესა ამელია, გაუთხოვარი დარჩა.

კაროლინა აღწერილია როგორც: „სამართლიანი, კეთილი, სრულყოფილი და უბედური“. მისი უბედურების უმთავრეს მიზეზს ის წარმოადგენდა, რომ თავისზე გაცილებით დაბალი წოდების მქონე ბარონი ჯონ ჰერვი შეუყვარდა. გარდა იმისა, რომ მასზე ქორწინება არ შეეძლო, მის უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ჰერვის რომანი ჰქონდა კაროლინას უფროს, ბისექსუალ ძმასთან, უელსის პრინც ფრედერიკთან, რომელსაც პარალელურად ცოლიც ჰყავდა პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის სახით და მასთან ცხრა შვილიც ჰყავდა.

ფრედერიკისა და ჰერვის რომანის შესახებ ამბავი მხოლოდ 1743 წელს გახმაურდა, რამაც საშინელი გავლენა იქონია კაროლინაზე, რომელიც დეპრესიაში ჩავარდა. ამის შემდეგ მან დატოვა წმინდა ჯეიმზის სასახლე (სადაც მისი ძმა ცხოვრობდა) და უესტმინსტერის სააბატოში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. ცნობილია, რომ კაროლინამ ძმას ეს ყველაფერი არასოდეს აპატია და 1751 წელს მის დაკრძალვაზეც კი არ მივიდა.

პრინცესა კაროლინა გარდაიცვალა 1757 წლის 28 დეკემბერს უესტმინსტერში, ლონდონში, 44 წლის ასაკში, გაუთხოვარი და უშვილო.

ლიტერატურარედაქტირება

  • Lodge, Edmund (1838). The Genealogy of the Existing British Peerage: With Sketches of the Family Histories of the Nobility. Saunders and Otley. p. 5. Retrieved 9 June 2018.
  • Yvonne's Royalty Home Page: Royal Christenings
  • Ilias Chrissochoidis, "Princess Carolina's list of monthly expenses, January–February 1727/8," Notes & Queries 58/3 (September 2011), 401–403.
  • Van der Kiste, John (1997). George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5.
  • Weir, Alison (1996) Britain's Royal Families: The Complete Genealogy. London: Random House. ISBN 0-7126-7448-9, pp. 272–275
  • Otto Veh (1974), "Johann Friedrich", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 10, Berlin: Duncker & Humblot, pp. 476–476;