კარლ III ფილიპი (გერმ. Karl III. Philipp; დ. 4 ნოემბერი, 1661, დუნაის ნოიბურგი — გ. 31 დეკემბერი, 1742, მანჰაიმი) — ნოიბურგის პფალცგრაფი, იულიხისა და ბერგის ჰერცოგი და პფალცის კურფიურსტი 1716 წლიდან, ასევე 1716 წლიდან 1728 წლამდე იყო მეგენის გრაფი, ვიტელსბახების საგვარეულოს წარმომადგენელი.

კარლ III ფილიპი
გერმ. Karl III. Philipp
იულიხისა და ბერგის
ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1742
წინამორბედი: იოჰან ვილჰელმი
მემკვიდრე: კარლ IV თეოდორი
ნოიბურგის პფალცგრაფი
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1742
წინამორბედი: იოჰან ვილჰელმი
მემკვიდრე: კარლ IV თეოდორი
პფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1742
წინამორბედი: იოჰან ვილჰელმი
მემკვიდრე: კარლ IV თეოდორი
მეგენის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1716
მმართ. დასასრული: 1728
წინამორბედი: იოჰან ვილჰელმი
მემკვიდრე: მაქსიმილიან დამიან შალ ფონ ბელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1661 წლის 4 ნოემბერი
დაბ. ადგილი: დუნაის ნოიბურგი, პფალც-ნოიბურგი
გარდ. თარიღი: 1742 წლის 31 დეკემბერი
გარდ. ადგილი: მანჰაიმი, კურპფალცი
მეუღლე: 1. ლუდოვიკა კაროლინა რაძივილი
2. ტერეზა მშვიდობისმოყვარე
3. ვიოლანტა ტერეზა ტურნ-ი-ტაქსისი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფილიპ ვილჰელმი
დედა: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიკე

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლ ფილიპი იყო კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისსა და მისი მეუღლის, ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის 17 ბავშვთაგან მეექვსე.

კარლ ფილიპმა 14 წლის ასაკში დაიწყო ღვთისმსახურება კელნში, შემდეგ, 1677 წელს, ზალცბურგში, ხოლო 1679 წელს მაინცში, თუმცა მან ვერ მიიღო მაღალი წოდებები და ამის გამო, 1684 წელს, გადაერთო სამხედრო კარიერაზე.

მან მონაწილეობა მიიღო ავსტრია ოსმალეთის ომებში 1691—1694 წლებში და იმპერატორისგან ფელდმარშალის ტიტული მიიღო. 1712 წელს, ინსბრუკში ის დაინიშნა წინა ავსტრიის გუბერნატორად.

კარლ ფილიპმა მემკვიდრეობა მიიღო თავისი ძმისგან, იოჰან ვილჰელმისგან 1716 წელს. 1720 წელს მან საკურფიურსტოს დედაქალაქი ქალაქ მანჰაიმში გადაიტანა.

იმისათვის, რომ ვიტელსბახების დანარჩენი საგვარეულო ხაზები გაეერთიანებინა, კარლ ფილიპმა მოახდინა თავისი შვილიშვილის, ელიზაბეტა ავგუსტას ზულცბახის პფალცგრაფთან, კარლ ფილიპ თეოდორთან ქორწილის ორგანიზება, ხოლო მისი და, მარია ანა, ბავარიის პრინცთან, კლემენტთან დააქორწინა. იმპერატორის არჩევნებისას კარლ ფილიპმა ხმა მისცა თავის ბავარიელ ბიძაშვილს, კარლ ალბრეხტს.

1742 წელს, კარლის გარდაცვალებისთანავე, ვიტელსბახების ნოიბურგის პფალცგრაფთა დინასტიის მამრობითი ხაზი შეწყდა და კურფიურსტის ტიტული გადავიდა ზულცბახების პფალცგრაფთა საგვარეულო სახლის უფროს შტოზე. ასე რომ, კარლ თეოდორი გახდა პფალცის კურფიურსტი, კარლ IV თეოდორის სახელით. კარლ ფილიპის მეორე შვილიშვილი, მარია ფრანცისკა ფონ ზულცბახი გათხოვდა ფრიდრიხ ფონ პფალც-ცვაიბრიუკენ-ბერკენფელდზე, მათი შვილი, მაქსიმილიანი კი მოგვიანებით ბავარიის მეფე გახდა.

კარლ ფილიპი, როგორც მოგვიანებით მისი მემკვიდრე, კარლ თეოდორი, დედაქალაქში აგროვებდა საუკეთესო მუსიკოსებს, რომლებიც თანამედროვეებმა „ევროპის საუკეთესო ორკესტრის“ წოდებით დააჯილდოვეს. ისეთი მუსიკოსების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ იან ვაცლავ სტამიცი და კარლო გრუა, ორკესტრში უკრავდნენ სახელმოხვეჭილი ტალანტები ლეოპოლდ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტები.

კარლ ფილიპი სამჯერ იყო დაქორწინებული:

  1. ლეოპოლდინა ელეონორა ჟოზეფინა (1689 წლის 27 დეკემბერი — 1693 წლის 8 მარტი).
  2. მარია ანა (1690 წლის 7 დეკემბერი — გ. 1692).
  3. ელიზაბეტა ავგუსტა სოფია (1693 წლის 17 მარტი — 1728 წლის 30 იანვარი).
  4. ვაჟი (დაიბადა და გარდაიცვალა 1695 წლის 22 მარტს).
  1. თეოფილა ელიზაბეტა ფრანცისკა ფელისიტი (1702 წლის 13 ნოემბერი1705 წლის 31 იანვარი).
  2. ანა ელიზაბეტა თეოფილა (1709 წლის 9 ივნისი — 1712 წლის [[10 თებერვალი).
  • 1728 წელს კარლი, უკვე მესამე ჯერზე, დაქორწინდა გრაფინია ვიოლანტა ტერეზაზე (1683—1734), გრაფ ფილიპ ვილჰელმ ტურნ-ი-ტაქსისის ქალიშვილზე. ქორწინება უშვილო გამოდგა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Karl Weich: Mannheim — das neue Jerusalem. Die Jesuiten in Mannheim 1720—1773. Mannheim 1997, ISBN 3920671171
  • Hans Schmidt: Kurfürst Karl Philipp von der Pfalz als Reichsfürst. Mannheim 1963