კარლ ალექსანდერ მიულერი

კარლ ალექსანდერ მიულერი (დ. 20 აპრილი, 1927 — გ. 9 იანვარი, 2023) — შვეიცარიელი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. მან ნობელის პრემია მიიღო 1987 წელს, გეორგ ბედნორცთან ერთად, მაღალტემპერატურული ზეგამტარობის აღმოჩენისათვის.

კარლ ალექსანდერ მიულერი
გერმ. Karl Alexander Müller
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1927(1927-04-20)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბაზელი
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 2023(2023-01-09)[5] [6] [7] (95 წლის)
გარდ. ადგილი ციურიხი[8]
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი IBM-ის კვლევითი ლაბორატორია
ციურიხის უნივერსიტეტი
Battelle Memorial Institute
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
ჯილდოები მარსელ ბენოის პრიზი (1986)
ნობელის პრემია ფიზიკაში (1987)
ვილფელმ ექსნერის მედალი (1987).[9]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიულერი დაიბადა 1927 წლის 20 აპრალს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, ირმა და პოლ მიულერების ოჯახში. მისი დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში, სადაც მამა, პოლ მიულერი, მუსიკას სწავლობდა. მოგვიანებით ალექსი დედასთან ერთად დაბრუნდა შვეიცარიაში, დორნახში, პაპა-ბებიის სახლში საცხოვრებლად. როდესაც ალექსი 11 წლის იყო დაიღუპა მისი დედა, ირმა.

1956 წელს, 29 წლის მიულერი დაქორწინდა ინგებორგ მარი ლუიზა ვინკლერზე. 1957 წელს მათ გაუჩნდათ ვაჟი, ერიკი, ხოლო 1960 წელს გოგო – სილვია.[10]

განათლება

რედაქტირება

დედის გარდაცვალების შემდეგ ალექს მიულერ სწავლობდა ევანგელიკურ სკოლაში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მიულერმა სწავლა განაგრძო ციურიხის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მას ერთ-ერთ კურს უკითხავდა ცნობილი ფიზიკოსი ვოლფგანგ პაული. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ალექსი მუშაობდა 1 წლის განმავლობაში, შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა მეცნიერებას და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაზე განაგრძო სწავლა. 1957 წელს მას მიენიჭა ფიზიკის დოქტორის ხარისხი.

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მიულერმა სამეცნიერო კარიერა ჟენევაში, ბეთლის ინსტიტუტში განაგრძო. მალევე ის გახდა მაგნიტური რეზონანსის ჯგუფი ხელმძღვანელი. ჟენევაში მუშაობის პარალელურად ის გახდა ფიზიკის ლექტორი ციურიხის უნივერსიტეტში. 1963 წელს მიულერი საცხოვრებალდ გადადის ქალაქ ციურიხში და მუშაობას იწყებს IBM-ს კვლევით ლაბორატორიაში, რუშლიკონში. სწორედ აქ განვლო მთელი დარჩენილი სამეცნიერო მოღვაწეობა. პარალელურას ის კითხულობდა ლექციებს ციურიხის უნივერსიტეტში. 1970 წელს მიულერი გახდა ამ უნივერსიტეტის პროფესორი. 1972-1985 წლებში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს. მას მინიჭებული აქვს საპატიო დოქტორის სტატუსი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჟენევის უნივერსიტეტში. 1987 წელს, ნობელის პრემის მიღებამდე მან მიიღო საპატიო ხარიხი (laurea honoris causa) ფიზიკაში პავიას უნივერსიტეტისგან.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ალექს მიულერი (2002)

მისი სადიპლომო ნაშრომი ეხებოდა ჰოლის ეფექტს ნახევარმეტალურ მასალაშებში. IBM-ში მუშაობის თითქმის 15 წელი მან დაუთმო სტრონციუმის ტიტანატის (SrTiO3) და მსგავსი პეროვსკიტების კვლევას. ის წავლობდა მათ ფოტოქრომიულ თვისებებს და მათ დამოკიდებულებას გარდამავალი მეტალებით დოპირებაზე. მიულერის ფუნდამენტური კველევები ეძღვნება პეროვსკიტებში ფეროელექტრულ ფაზურ გარდაქმნასა და მათ სტრუქტურულ გარდაქმნებს.

1980-იანების დასაწყისიდან მიულერი დაინტერესდა ზეგამტარებით. იმ დროისათვის რეკორდული ზეგამტარობის გადასვლის ტემპერატურა იყო 23 კელვინი. 1983 წელს მიულერმა, ახალგაზრდა კოლეგა გეორგ ბედნორცთან ერთად დაიწყო სისტემატიური კვლევა ოქსიდებისა, სადაც მოსალოდნელი იყო ზეგამტარობის მოვლენის აღმოჩენა. 3 წლიანი შრომის შემდეგ მათ აღმოაჩინეს რომ შენაერთში La2-xBaxCO4 ზეგამტარი ფაზა ჩნდება 36 კელვინზე, რაც იმ დროისათვის რეკორდულ მაჩვენებლს წარმოადგენდა. ამ აღმოჩენამ ბიძგი მისცა სამეცნიერო საზოგადოებას დეტალურად გამოეკვლიათ მსგავის სტრუქტურის მქონე შენაერთება, ე.წ. "კუპრატები", რაც მალევე ფიზიკის და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა.[11]

მიულერმა და ბედნორცმა ეს აღმოჩენა გამოაქვეყვნეს გერმანულ ჟურნალში Zeitschrift für Physik B.[12] , 1986 წლის ივნისში. რამდენიმე თვეში შოჯი ტანაკამ ტოკიოს უნივერსიტეტიდან და პოლ ჩუმ ჰიუსტონიდან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს სტატიები სადაც ადასტურებდნოენ მიულერის აღმოჩენას. 1987 წელს, ალექს მიულერმა და გეორგ ბედნორცმა ამ აღმოჩენისთვის მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკაში.

მიულერი საქართველოში

რედაქტირება

საინტერესოა, რომ კარლ ალექს მიულერი შედის იმ ნობელიანტთა სიაში რომელიც ნამყოფია საქართველოში [13]. 2007 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ფიზიკაში თემაზე: ”მაღალტემპერატურული ზეგამტარობა: თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები”. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ალექს მიულერმა და გეორგ ბედნორცმა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მიეძღვნა ალექს მიულერის 80 წლის იუბილესა და ალექს მიულერისა და გეორგ ბედნორცისათვის მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენისათვის ნობელის პრემიის მინიჭების 20 წლისთავს. კონფერენციის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად იყვნენ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მაქს პლანკის ინსტიტუტი (გერმანია) და ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია) [14].

ამას გარდა მიულერს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებთან. 2000-იან და 2010-იან წლებში ის იყო ციურიხის უნივერსიტეტის "ზეგამტარობა და მაგნეტიზმის„ (ხელმძღვანელი პროფ. ჰუგო კელერი) სამეცნიერო ჯგუფის წევრი. ამავე ჯგუში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართველი ფიზიკოსები: ალექსანდრე შენგელაია, ალექსანდრე მაისურაძე და ზურაბ გუგუჩია[15]. ალექს მიულერს და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს აქვთ რამდენიმე საერთო კვლევა ფოტოსტიმულირებულ მყარსხეულოვანი რეაქციის შესახებ[16][17][18].

  1. Encyclopædia Britannica
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. Munzinger Personen
  5. https://www.swissinfo.ch/ger/alle-news-in-kuerze/physik-nobelpreistraeger-karl-alex-mueller-stirbt-mit-95-jahren/48209386
  6. https://www.lematin.ch/story/le-prix-nobel-de-physique-1987-karl-alexander-mueller-nest-plus-166985313213
  7. Find a Grave — 1996.
  8. https://www.news.uzh.ch/de/articles/news/2023/Alex_M%C3%BCller.html
  9. Editor, ÖGV. (2015). Wilhelm Exner Medal. Austrian Trade Association. ÖGV. Austria.
  10. Karl Alexander Müller
  11. Chang, Kenneth (March 6, 2007). „Physicists Remember When Superconductors Were Hot“. New York Times. ციტირების თარიღი: 22 August 2013.
  12. J. G. Bednorz and K. A. Müller (1986). „Possible highTc superconductivity in the Ba−La−Cu−O system“. Z. Phys. B. 64 (1): 189–193. Bibcode:1986ZPhyB..64..189B. doi:10.1007/BF01303701.
  13. „ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში (ნაწილი პირველი)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-26. ციტირების თარიღი: 2020-06-02.
  14. „ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში“.
  15. https://www.physik.uzh.ch/groups/keller/
  16. http://old.radio1.ge/ge/videos/view/138496.html[მკვდარი ბმული]
  17. https://link.springer.com/article/10.1007/s10948-013-2307-0
  18. https://aip.scitation.org/doi/abs/10.1063/1.4979972