კარლოს რაულ ვილიანუევა

ვენესუელელი არქიტექტორი

კარლოს რაულ ვილიანუევა (ესპ. Carlos Raúl Villanueva; დ. 30 მაისი 1900, ლონდონი — გ. 16 აგვისტო, 1975, კარაკასი) — ვენესუელელი არქიტექტორი. მისი ნამუშევარი „კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი“ შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (2000).

კარლოს რაულ ვილიანუევა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1900(1900-05-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1975(1975-08-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] (75 წლის)
გარდ. ადგილი კარაკასი[8]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა  ვენესუელა
ალმა-მატერი სახვითი ხელოვნების ეროვნული უმაღლესი სკოლა და კონდორსეს ლიცეუმი
მნიშვნელოვანი პროექტები ოლიმპიური სტადიონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარლოს რაულ ვილიანუევა დაიბადა 1900 წლის 30 მაისს. იგი იყო კარლოს ანტონიო ვილიანუევის და პაულინა ასტულის შვილი. სწავლობდა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა ეროვნულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. 1929 წლიდან მუშაობდა ვენესუელაში. ლათინური ამერიკის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. კარაკასში ააგო „საუნივერსიტეტო ქალაქი“ (1944-1970), „სტადიონი“ (1950), „დიდი აუდიტორია“ (1952) და სხვ. დააპროექტა საცხოვრებელი კომპლექსები კარაკასში, რომელთა შორისაა: „ელ-პარაისო“, „23 იანვარი“ და სხვ.

მისი ნამუშევრები გამოირჩევა გაბედული კონსტრუქციული სისტემითა და მხატვრული გამომსახველობით, კომპოზიციათა დინამიური ექსპრესიულობით, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსები — ტერიტორიისა და ბინების რაციონალური დაგეგმარებით, უხვად იყენებდა ქანდაკებას, ფერწერასა და მოზაიკას.

დიდი როლი ითამაშა ქალაქების: კარაკასის, მარაკაისა და ვენესუელის სხვა ქალაქების მოდერნიზაციის განვითარებისათვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 RKDartists
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Rodríguez B., Hernandez A. Villanueva, Carlos Raúl // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T089661
  6. 6.0 6.1 AGORHA — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Union List of Artist Names — 2018.