კარასის რეგიონი
კარასის რეგიონი (ინგლ. ǁKaras Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი. ფართობი შეადგენს 161 215 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 77 421 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კიტმანსჰუპი.
რეგიონი | |
---|---|
კარასის რეგიონი ინგლ. ǁKaras Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Keetmanshoop |
შიდა დაყოფა | Berseba Constituency, Karasburg East, Keetmanshoop Rural Constituency, Keetmanshoop Urban Constituency, ǃNamiǂNûs Constituency, Oranjemund Constituency და Karasburg West Constituency |
კოორდინატები | 26°34′00″ ს. გ. 18°08′00″ ა. გ. / 26.56667° ს. გ. 18.13333° ა. გ. |
ფართობი | 161 215 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 77 421 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 0,48 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | https://karasrc.gov.na/ |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაკარასის რეგიონი ქვეყნის ყველაზე უფრო სამხრეთით მდებარე რეგიონია. სახელწოდება კარასი ჰოტენტოტური ენებზე ნიშნავს ალოეს.
გეოგრაფია
რედაქტირებაკარასის რეგიონის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია შროფენშტეინის მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან მდებარეობს 2202 მეტრზე. რეგიონი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრამდე. ატლანტის ოკეანის სანაპიროს ნაწილი ქალაქ ლუდერიცის ირგვლივ შედის შპერგებიტში — ბრილიანტის დახურულ ზონაში. შპერგებიტის აღმოსავლეთით, სანაპირო ტერიტორიასთან, მდებარეობს დიდი საფეხურის ქედის ტოტები — ტირასის მთები. კარასის რეგიონში ასევე შედის პინგვინების კუნძულების უმრავლესობა, რომლებიც მდებარეობენ ატლანტის ოკეანის ნამიბიის სანაპიროზე. რეგიონის სამხრეთში, მდინარე ორანჟზე, გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით კარასის რეგიონი იყოფა 7 ოლქად[2]:
- Berseba
- Karasburg East
- Karasburg West
- Keetmanshoop Rural
- Keetmanshoop Urban
- ǃNamiǂNûs
- Oranjemund
ეკონომიკა
რედაქტირებაკარასის რეგიონში გაყვანილია რკინიგზის ხაზი ლუდერიცი—კიტმანსჰუპი და ვინდჰუკი—კიტმანსჰუპი. კიტმანსჰუპი რკინიგზით დაკავშირებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.
ქალაქების — ორანიემუნდის და როშ-პინაჰის სიახლოვეს მდებარეობს ალმასის მადნის საბადოები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაკარასის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება მიტოვებული ქალაქი კოლმანსკოპი, მდინარე ფიშის კანიონი (სიდიდით მეორე პლანეტაზე), ფერმა გარიგანუსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Karas Region Namibia
- Namibia: Verwaltungsgliederung (Bevölkerung und Fläche) «World Gazetteer».
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
- ↑ Spelling according to the Proclamation by the President of the Republic of Namibia No. 25/2013 Creation of new regions and division and re-division of certain regions into constituencies: Regional Councils Act, 1992 (Government Gazette of the Republic of Namibia, No. 5261, 9 August 2013)