ფიში (მდინარე)
ფიში, ასევე ფისი (აფრ. Visrivier, ინგლ. Fish River) — მდინარე ნამიბიაში.
ფიში აფრ. Visrivier ინგლ. Fish River | |
---|---|
ქვეყანა | ნამიბია |
სათავე |
ეინასი/ონიჰაბი 24°13′51″ ს. გ. 17°08′03″ ა. გ. / 24.23083° ს. გ. 17.13417° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ნაუკლუფტის მთები |
სათავის სიმაღლე | 1400 მ |
შესართავი |
ორანჟი 28°06′00″ ს. გ. 17°10′30″ ა. გ. / 28.10000° ს. გ. 17.17500° ა. გ. |
სიგრძე | 650 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფიში ვიკისაწყობში |
ფიში ნამიბიის ყველაზე უფრო დიდი მდინარეა, ყველაზე დიდი აუზით. მდინარის სიგრძე შეადგენს 650 კმ-ს და სათავეს იღებს ნაუკლუფტის მთებიდან[1]. რადგანაც მდინარე უფრო მეტად მიედინება ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად მშრალ და გაუდაბნოებულ რაიონებში (მაგალითად კალაჰარი), ის წყლით ივსება მხოლოდ პერიოდულად. მასზე ნაოსნობა შეუძლებელია.
ფიში სათავეს იღებს მდინარე ეინასის მდინარე ონიჰაბთან შეერთების ადგილიდან. ქალაქ მარიენტალთან, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრთან, მდინარე ფიშზე აშენებულია ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰარდაპის კაშხალი, რომელიც ქმნის მტკნარი წყლის წყალსაცავს. მდინარეს აქვს რამდენიმე შენაკადი.
მდინარე ფიშის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები მარიენტალი, გიბეონი და ზეჰეიმი. თავის ქვედა დინებაში მდინარე ქმნის ფიშის კანიონს, სიგრძით 160 კმ-ს. კურორტ აი-აისის სამხრეთ-დასავლეთით ფიში ჩაედინება მდინარე ორანჟში, მისი ატლანტის ოკეანის შესართავამდე 100 კმ-ში.