კარან სინგჰი
კარან სინგჰი (ჰინდ. कर्ण सिंह, ინგლ. Karan Singh; დ. 9 მარტი 1931, კანი, საფრანგეთი) — ინდოელი პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და პოეტი. ჯამვალ დოგრას საგვარეულოს წარმომადგენელი, ჯამუსა და ქაშმირის უკანასკნელი მაჰარაჯას — ჰარი სინგჰის ვაჟი. 1947 წლიდან ჯერ კიდევ მოზარდობისას, ინდოეთის რესპუბლიკის დაარსების პერიოდში მჭიდროდ თანამშრომლობდა ჯავაჰარლალ ნერუსა და სარდარ პატელთან, ხოლო 1967 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ინდირა განდის მთავრობაში. 1949-1952 წლებში იყო ჯამუს და ქაშმირის პრინცი რეგენტი. შემდეგ, 21 წლის ასაკში, კარან სინგჰი გახლდათ ჯამუსა და ქაშმირის პირველი პრეზიდენტი 1952 წლიდან 1965 წლამდე.[1][2][3][4]
კარან სინგჰი ჰინდ. कर्ण सिंह | |
კარან სინგჰი 2009 წ. | |
ჯამუს და ქაშმირის რეგენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1949 – 1952 | |
წინამორბედი | ჰარი სინგჰი (მამა) |
ჯამუ და ქაშმირის პრეზიდენტი (სადრი რიასატი) | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ნოემბერი 1952 – 30 მარტი, 1964 | |
ჯამუ და ქაშმირის 1-ლი გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1964 – 1967 | |
წინამორბედი | ჯამუ და ქაშმირის რეზიდენტი( სადრი რიასატი) |
მემკვიდრე | ბჰვაგან სახაი |
ტურიზმის და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 მარტი, 1967 – 9 ნოემბერი, 1973 | |
მემკვიდრე | რაჯ ბაჰადური |
ჯანმრთელობის დაცვის და ოჯახის დაგეგმარების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი, 1973 – 24 მარტი, 1977 | |
წინამორბედი | უმა შანკარ დიქშიტი |
მემკვიდრე | რაჯ ნარაინი |
კულტურის და განათლების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ივლისი, 1979 – 14 იანვარი, 1980 | |
წინამორბედი | პრატალ ჩანდრა ჩუნდერი |
მემკვიდრე | შრი ბაბუ შანკარანანდი |
ინდოეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1989-1990 | |
წინამორბედი | პრატალ კიშენ კაული |
მემკვიდრე | აბიდ ჰუსეინი |
დაბადებული | 9 მარტი 1931 (90 წლის) კანი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ნაციონალური კონგრესი |
მამა | ჰარი სინგჰი |
დედა | მაჰარანი ტარა დევი |
მეუღლე | იაშო რაჯია ლაკშმი |
შვილები | 3 |
განათლება | დელის უნივერსიტეტი ქაშმირის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტი |
რელიგია | ინდუიზმი |
ჯილდოები | პადმა ვიბჰუშანის სახელობის ჯილდო |
ხელმოწერა | |
საიტი | [[1]] |
კარან სინგჰი იყო ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის, რაჯია საბჰას წევრი, იგი გახლდათ ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის უფროსი წევრი, ამავე დროს თანმიმდევრულად მსახურობდა პრეზიდენტად (სადრ-ე-რიასად) და ყოფილი შტატის ჯამუსა და ქაშმირის გუბერნატორად. იყო ინდოეთის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი. სამი ვადით აირჩიეს ბანარას ინდუს უნივერსიტეტის რექტორად. ხსენებული თანამდებობა ეკავა 2018 წლამდე.[5][6][7][8]
კარან სინგჰი გახლავთ ჯამუსა და ქაშმირის ოდესღაც ვასალური სამთავროს უკანასკნელი მმართველის, მაჰარაჯა ჰარი სინგჰის ვაჟი. ინდოეთის კონსტიტუციის 26 -ე შესწორებაში, რომელიც, მიიღო 1971 წელს, ინდოეთის მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კარან სინგჰი (ეკავა მინისტრის პოსტი), გააუქმა ინდოეთში სამთავრო ძალაუფლების ყველა ოფიციალური სიმბოლო, მათ შორის ტიტულები, პრივილეგიები და ჯილდოები. ცივი ომის დასრულების შემდეგ იგი ინდოეთის ელჩად დაინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სინგჰს მიენიჭა პადმა ვიბჰუშანის ორდენი 2005 წელს. 2017 წლის ივლისში პოლიტიკოსმა ბჰიმ სინგჰმა იგი ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარადგინა. [9]
ადრეული წლები და პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკარან სინგჰი დაიბადა კანში, საფრანგეთში. იგი გახლავთ დოგრას სამთავრო დინასტიის წევრი, ჯამუსა და ქაშმირის უკანასკნელი მმართველის— მაჰარაჯა ჰარი სინგჰის ერთადერთი ვაჟი. დედა, მაჰარანი ტარა დევი, ჰარი სინგჰის მეოთხე ცოლი, კატოჩ რაჯპუტის მემამულის ქალიშვილი, წარმოშობით კანგრას რაიონის ხიმჩალ-პრადეშის შტატის ქალაქ ბიჯაიპურიდან იყო (ვიჯაიპური ბილასპურთან ახლოს).
კარან სინგჰმა განათლება მიიღო ქალაქ დეხრადუნის ელიტურ სკოლა-ინტერნატში. სკოლის პროგრამა სპეციალურად შედგნილი იყო უფლისწულებისთვის, რომლებმაც დაწყებითი განათლება კერძო პედაგოგების დახმარებით სახლში მიიღეს. შემდეგ სწავლა გააგრძელა კოლეჯში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო შრინაგარში ჯამუს და ქაშმირის უნივერსიტეტში, ხოლო პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი— დელის უნივერსიტეტში. [10]
1950 წელს 19 წლის კარან სინგჰმა იქორწინა 13 წლის იაშო რაია ლაქშმიზე. მეუღლის მამა, გენერალი შარადა შუმშერ ჯანგ ბაჰადურ რანა, გახლდათ არმიის უფროსი ოფიცერი და ნეპალის უკანასკნელი პრემიერ- მინისტრის მოჰან შუმშერ ჯანგ ბაჰადურ რანის ვაჟიწყვილს სამი შვილი შეეძინა:
- ქალიშვილი ჯესტნა სინგჰი (დ. 1957 წ. 24 თებერვალს), დაქორწინებულია კანვარ დირედრა სინგ ჩაუჰანზე..
- ვიკრამადიტია სინგჰი (დაიბადა 1966 წლის 5 აგვისტო), უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. 1987 წელს დაქორწინდა ჩიტრანგადა სკინდიაზე (დ. 1967 წელს)..[11]
- აჯატშარუ სინგჰი (დ. 6 თებერვალი 1967). პოლიტიკოსი. ნაგროტას ოლქიდან აირჩიეს სახელმწიფო ასამბლეაში, შემდეგ დაიკავა მინისტრის პოსტი მთავრობაში. დაქორწინდა არმიის ოფიცრის ქალიშვილზე — კუმარან რიტუ დევიზე (დ. 1971).
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1949 წელს 18 წლის ასაკში კარან სინგჰი ჯამუსა და ქაშმირში დაინიშნა რეგენტად მას შემდეგ, რაც მამამ მმართველის თანამდებობა დატოვა სამთავროს ინდოეთთან შეერთების გამო. 1965 წლიდან 1967 წლამდე იკავებდა ჯამუსა და ქაშმირის პირველი გუბერნატორის პოსტს.
1967 წელს დატოვა გუბერბატორის თანამდებობა და გახდა მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, მიიღო რა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრის პორტფელი 1967 წლიდან 1973 წლამდე. ორი წლის შემდეგ მან ნებაყოფლობით ჩააბარა თავისი საიდუმლო ხაზინა, რომლის განკარგვის უფლებაც მას 1961 წლიდან —მამის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდა. მთელი თანხა ჩადო მშობლების სახელობის საქველმოქმედო ფონდში. 1971 წელს იგი წარმომადგენლად გაგზავნეს აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში, რათა გაერკვია ინდოეთის პოზიცია აღმოსავლეთ პაკისტანთან . 1973 წელს ავიაკატასტროფის შემდეგ, კარან სინგჰმა პენსიაზე გასვლა სცადა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, იმავე წელს იგი გახდა ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის მინისტრი. ხსენებული პოსტი ეკავა 1977 წლამდე.[12]
1977 წელს აირჩიეს ლოკ საბჰაში უდჰამპურიდან, 1979 წელს გახდა განათლებისა და კულტურის მინისტრი ჩარან სინგჰის კაბინეტში. კარან სინგჰი ასევე გახლდათ ბანარასის ინდუისტური უნივერსიტეტის, ჯამუსა და ქაშმირის, ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტების რექტორი.[13][14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Dr. Karan Singh's Official Website დაარქივებული 2007-02-01 საიტზე Wayback Machine.
- Film: I Believe: Universal Values for a Global Society with Dr. Singh and by Raja Choudhury.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Towards A New India (1974)
- Population, Poverty and the Future of India (1975)
- One Man’s World (1986)
- Essays on Hinduism. Ratna Sagar. 1987. ISBN 81-7070-173-2.
- Humanity at the Crossroads, with Daisaku Ikeda. Oxford University Press, 1988.
- Autobiography (2 vols.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Dr. Karan Singh". დაარქივებული 2007-02-01 საიტზე Wayback Machine. karansingh.com. Retrieved 19 June2017.
- ↑ "Karan Singh on Accession of Kashmir to India". Outlook India magazine. 19 July 2017. Retrieved 19 June2017.
- ↑ "Dr. Karan Singh Profile". Doon School. Archived from the original on 18 September 2009.
- ↑ "Madan Mohan Malaviya's grandson next BHU chancellor". Business Standard India. Press Trust of India. 27 November 2018. Retrieved 22 February 2020.
- ↑ "Karan Singh elected BHU chancellor for 3rd time". The Times of India. 24 June 2010. Retrieved 22 February2020.
- ↑ "I'm available for the top job: Karan Singh".[მკვდარი ბმული] Hindustan Times. PTI. 14 June 2007. Retrieved 13 November 2021.
- ↑ "COUNCIL OF MINISTERS: GANDHI 2" დაარქივებული 2020-09-27 საიტზე Wayback Machine. . kolumbus.fi. Retrieved 10 March 2018.
- ↑ "COUNCIL OF MINISTERS: GANDHI 3" დაარქივებული 2021-08-18 საიტზე Wayback Machine. . kolumbus.fi. Retrieved 10 March 2018.
- ↑ " Bhim Singh pitches Dr Karan Singh as next President", Daily Excelsior, 5 June 2017, retrieved 18 June 2017
- ↑ Take pride in India's heritage, culture: PM Modi at BHU convocation ceremony, Business Standard India (23 февраля 2016).
- ↑ The Gwalior Royal Wedding Event covered in India Today[მკვდარი ბმული]
- ↑ The pridein India's heritage culture: PM Modi at BHU convocation ceremony". Business Standard India. 23 February 2016. Retrieved 22 February 2020.
- ↑ SINGH, KARAN. VERMA, RAGHAV. EXAMINED LIFE : essays and reflections by karan singh.. — [S.l.] : HARPERCOLLINS INDIA, 2019. — ISBN 93-5357-023-9.
- ↑ An Examined Life. HarperCollins Publishers India. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2020.