კანგრა
კანგრა — ინდური ჩაის ჯიში-პოპულაცია. გამოყვანილია ჩინური და ინდური ჩაის შეჯვარებით. სამშობლოა ჩრდილოეთ ინდოეთი (ჰიმალაის მთების სამხრეთი კალთები, კანგრის ოლქი). კანგრას ოვალური ფოთოლი აქვს, რომელიც მოკლე, ბლაგვი და ორად გაყოფილი წვერით ბოლოვდება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ჩაქვში, გაშენებულია კანგრის პლანტაციები, საიდანაც იღებენ მაღალხარისხოვან ჩაის პროდუქციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგბერიძე ნ., ქსე, ტ. 5, გვ. 363, თბ., 1980