ინდური ჩაი
ინდური ჩაი — კულტივირებული ჩაის სახეობა. მოზრდილია მცენარეა, აქვს მეჩხერი ვარჯი, ფოთოლი ღია მწვანეა, ფართო, ყლორტი მწვანეა. ყვავის ადრე გაზაფხულზე. ახასიათებს სუსტი იმუნიტეტი, უწყვეტი ვეგეტაცია. ნაკლებად ყინვაგამძლეა, ვეგეტატიურად ძნელად მრავლდება. ინდური ჩაის ჰიბრიდებია ღუჩაი, მანიპური, ნაგა-ჰილი, ცეილოის ჩაი და სხვა. საქართველოს სსრ-ში მანიპურის და ცეილონის ჰიბრიდები გამოიყენებოდა სასელექციო მასალად.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორბერიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 158.