კალოსტ გულბენკიანი

კალოსტ სარქის გულბენკიანი (/kæˈlst ɡʊlˈbɛŋkiən/, დასავლეთ სომხ. Գալուստ Կիւլպէնկեան; დ. 23 მარტი, 1869 — გ. 20 ივლისი, 1955) — ბრიტანელ-სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი. მან შეძლო, რომ დასავლეთში აღმოსავლეთის ნავთბობი ხელმისაწვდომი ყოფილიყო, იყო პირველი პირი, რომელმაც გამოიყენა ერაყის ნავთობი. [1] გულბენკიანმა ბევრი იმოგზაურა და სხვადასხვა დროს ცხოვრობდა უამრავ ქალაქში, მათ შორის სტამბულში, ლონდონში, პარიზსა და ლისაბონში .

კალოსტ გულბეკიანი

დაიბადა23 მარტი, 1869
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა20 ივლისი, 1955 (86 წლის)
ლისაბონი, პორტუგალია
ეროვნებასომეხი
საქმიანობა ბიზნესმენი, ქველმოქმედი

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გულბენკიანი მონაწილეობდა მრავალ ქველმოქმედებაში, მათ შორის სკოლების, საავადმყოფოებისა და ეკლესიების დაარსებაში. Calouste Gulbenkian Foundation, კერძო ფონდი პორტუგალიაში, შეიქმნა 1956 წელს მისი ანდერძით და აგრძელებს ხელოვნების, ქველმოქმედების, განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. ახლა ის არის ერთ-ერთი უდიდესი ფონდი ევროპაში. [2] სიცოცხლის ბოლოს ის იყო მსოფლიოს ერთ -ერთი უმდიდრესი ადამიანი, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშები ერთ-ერთი უდიდესი კერძო კოლექცია იყო. [3] [4] [5]

ბიოგრაფია რედაქტირება

 
კალოსტ გულბენკიანი სამი წლის ასაკში

კალოსტ გულბენკიანი დაიბადა ლისაბონში 1869 წლის 23 მარტს, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში (ახლა სტამბოლში). [6] მან დაწყებითი განათლება მიიღო არამიან-უნკუიანის ადგილობრივ სომხურ სკოლაში. შემდეგ დადიოდა ლიცე სენ-ჯოზეფის ფრანგულ სკოლაში, ხოლო სწავლა განაგრძო რობერტ კოლეჯში. 1884 წელს, ის მარსელში გადავიდა 15 წლის ასაკში, რათა იქაურ სკოლაში სწავლით ფრანგული ენა სრულყოფილად ესწავლა. [7]

ნავთობის ბიზნესი რედაქტირება

მამამ იგი განათლების მისაღებად გაგზავნა ლონდონის კინგს კოლეჯში, სადაც სწავლობდა ნავთობის ინჟინერიას . ის იყო ბრწყინვალე სტუდენტი. სწავლა დაამთავრა 1887 წელს 18 წლის ასაკში, პირველი ხარისხის დიპლომით ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების დარგში. [6] ერთი წლის შემდეგ, წავიდა ბაქოში, რათა შეესწავლა რუსეთის ნავთობის ინდუსტრია და გაეზარდა თავისი ცოდნა ნავთობის ინდუსტრიაზე. [6] გულბენკიანმა მოგვიანებით დაწერა სტატია სახელწოდებით La Transcaucasie et la péninsule d'Apchéron; souvenirs de voyage ("ამიერკავკასია და აბშერონის ნახევარკუნძული - მოგონებები მოგზაურობისა"), რომელიც გამოჩნდა Revue des deux Mondes-ში, ფრანგულენოვან ყოველთვიურ ლიტერატურულ და კულტურულ ჟურნალში. სტატიაში აღწერილია მისი მოგზაურობები ბაქოში და ნავთობის ინდუსტრიის მდგომარეობა რეგიონში. იგი საბოლოოდ, 1891 წელს, პარიზში გამოიცა წიგნად. [6]

 
გულბენკიანი 1889 წელს 20 წლის ასაკში, კინგს კოლეჯის კურსდამთავრებული

მას შემდეგ, რაც ჰაგოპ ფაშა დაინიშნა ოსმალეთის ფინანსთა მინისტრად 1887 წელს, გულბენკიას მესოპოტამიის ნავთობის ინდუსტრია უნდა გამოეკვლია. კვლევისთვის კალუსტმა უბრალოდ წაიკითხა სამოგზაურო წიგნები და გამოკითხა რკინიგზის ინჟინრები, რომლებიც იკვლევდნენ და აშენებდნენ ბაღდადის რკინიგზას. გულბენკიანის ნავთობის კვლევის შემდეგ, ჰაგოპ ფაშა მიხვდა, რომ ნავთობის უზარმაზარი საბადოები არსებობდა მესოპოტამიაში (თანამედროვე სირია და ერაყი), შესაბამისად, მას შეეძლო, რომ დაეარსებინა ოსმალეთის ნავთობის ინდუსტრია მესოპოტამიაში.

1895 წლისთვის მან დაიწყო თავისი ნავთობის მოპოვების ბიზნესი. მას მოუწია ოსმალეთის იმპერიაში დაბრუნება, მაგრამ 1896 წელს გულბენკიანი და მისი ოჯახის წევრები გაიქცნენ იმპერიიდან სომხების ჰამიდიანთა ხოცვა-ჟლეტის გამო. [6] [8] ისინი ეგვიპტეში აღმოჩნდნენ, სადაც გულბენკიანმა გაიცნო ალექსანდრე მანთაშევი, გამოჩენილი სომეხი ნავთობის მაგნატი და ქველმოქმედი. მანტაშევმა გულბენკიანს გააცნო გავლენიანი პირები კაიროში. [6] ამ ახალ ნაცნობებს შორის იყო ეველინ ბერინგი. [8] ჯერ კიდევ ოცი წლის ასაკში, 1897 წელს, გულბენკიანი გადავიდა ლონდონში, სადაც მან მოაწყო ბიზენს გარიგებები ნავთობის ინდუსტრიაში. [9] ის გახდა ბრიტანეთის სრულუფლებიანი მოქალაქე 1902 წელს. 1907 წელს მან ხელი შეუწყო Royal Dutch Petroleum Company-ს გაერთიანებას შპს Shell-ის სატრანსპორტო და სავაჭრო კომპანიასთან. გულბენკიანი ახლადშექმნილი კომპანიის, Royal Dutch Shell-ის მთავარი აქციონერი გახდა. [10] მის მიერ შემუშავებული ნავთობკომპანიების აქციების ხუთი პროცენტის შენარჩუნების პოლიტიკის გამო, მეტსახელად "ბატონი ხუთი პროცენტი" დაერქვა. [11]

შემდგომ გულბენკიანი გახდა ლონდონსა და პარიზში თურქეთის საელჩოების ფინანსური და ეკონომიკური მრჩეველი, ხოლო შემდეგ, თურქეთის მთავრობის მთავარი ფინანსური მრჩეველი. იყო თურქეთში ბრიტანული ტექნიკური ჯგუფის წევრი და მოგვიანებით, თურქეთის ეროვნული ბანკის დირექტორი, რომელიც შეიქმნა ბრიტანული დიზაინის მხარდასაჭერად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Conlin, Jonathan. Mr Five Per Cent: The Many Lives of Calouste Gulbenkian. London: Profile Books, 2019.

For detailed background concerning Gulbenkian and the Red Line Agreement controlling Middle East Oil see

For general background concerning the development of the petroleum industry in the Middle East see

For Gulbenkian as a collector see

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2006) Britannica Concise Encyclopedia.. Chicago: Encyclopædia Britannica, Inc., გვ. 817. ISBN 1593394926. 
  2. Anheier, Toepler & List 2010.
  3. „Calouste Gulbenkian Dies at 86. One of the Richest Men in the World. Oil Financier, Art Collector Lived in Obscurity, Drove in Rented Automobile“. The New York Times. 21 July 1955.
  4. „Solid Gold Scrooge“. Time magazine. 23 July 1958. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 7 May 2009.
  5. Chilvers 2005.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Armenian Communities Department 2010.
  7. Hewins 1958.
  8. 8.0 8.1 Campbell 2005.
  9. Tugendhat & Hamilton 1975.
  10. Vassiliou, M.S. (2009) Historical dictionary of the petroleum industry. Lanham, Md.: Scarecrow Press, გვ. 226–7. ISBN 978-0810862883. 
  11. Norwich, J. J., & Henson, B. (1987). Mr. Five Percent: The Story of Calouste Gulbenkian. [S.l.]: Home Vision. ISBN 978-0-7800-0755-0, OCLC 31611185.