კალიუმის ჰიპოქლორიტი
კალიუმის ჰიპოქლორიტი — არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით . არის წყალში ხსნადი, ღია ნაცრისფერი ფერისა და ძლიერ დამახასიათებელი ქლორის მსგავსი სუნის მქონე ნივთიერება. გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება.
კალიუმის ჰიპოქლორიტი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | კალიუმის ჰიპოქლორიტი |
ქიმიური ფორმულა | KClO |
მოლური მასა | 90.55 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.160 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −2 °C |
დუღილის ტემპერატურა | 102 °C |
მიღება
რედაქტირებამიიღება კალიუმის ჰიდროქსიდისა და ქლორის რეაქციით:[1]
ეს არის ტრადიციული მეთოდი, პირველად გამოიყენა კლოდ ლუი ბერთოლემ 1789 წელს.[2]
უსაფრთხოება
რედაქტირებანატრიუმის ჰიპოქლორიტის მსგავსად, კალიუმის ჰიპოქლორიტიც გამაღიზიანებელია. მან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაზიანება კანთან, თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის დროს.[3] მისი ორთქლის ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფილტვების შეშუპება. მაღლი კონცენტრაციით მიღება შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს.[4]
კალიუმის ჰიპოქლორიტი არ განიხილება, როგორც ხანძარსაშიში ან ასაფეთქებელი ნივთიერება.[4] თუმცა, მას შეუძლია აფეთქდეს გარკვეულ ქიმიკატთან შერევის დროს როგორებიცაა: შარდოვანა, ამონიუმის მარილები, მეთანოლი, აცეტილენი და ბევრი სხვა ორგანული ნაერთი. გაცხელებისას შეუძლია წარმოქმნას ტოქსიკური ქლორის აირი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Uri Zoller, Paul Sosis Handbook of Detergents, Part F: Production. CRC Press, გვ. 452. ციტირების თარიღი: 4 May 2016.
- ↑ Helmut Vogt; Jan Balej; John E. Bennett; Peter Wintzer (2007), „Chlorine Oxides and Chlorine Oxygen Acids“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry (7th რედ.), Wiley, p. 2
- ↑ , Environmental Protection Agency.2 March 2011.
- ↑ 4.0 4.1 Material Safety Data Sheet: Potassium Hypochlorite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
- ↑ Potassium Hypochlorite. ციტირების თარიღი: 15 September 2014.