ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი — არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით LiClO ან NaOCl. ანჰიდრიტი ნაერთი არის არასტაბილური და შეიძლება დაიშალოს აფეთქებით.[1][2] იგი კრისტალირდება როგორც პენტაჰიდრატი NaOCl·5H2O. არის მომწვანო-მოყვითალო ფერის, მყარი, რომელიც არ არის ფეთქებადი და სტაბილურია, თუ კი ინახება მაცივარში.[3][4]
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ნატრიუმის ჰიპოქლორიტი |
ქიმიური ფორმულა | NaOCl |
მოლური მასა | 74.442 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.11 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 18 °C |
დუღილის ტემპერატურა | 101 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 7.5185 |
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ყველაზე ხშირად გვხვდება, როგორც ღია ფერის მომწვანო-მოყვითელი განზავებული ხსნარი, რომელიც ცნობილია როგორც მათეთრებელი. იგი საყოფაცხოვრებო ქიმიკატია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მე -18 საუკუნიდან, სადეზინფექციო საშუალებად ან მათეთრებლად. ხსნარში ნივთიერება არასტაბილურია და ადვილად იშლება, ქლორის გამოთავისუფლებით. ნატრიუმის ჰიპოქლორიტი არის ყველაზე ძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქლორიანი მათეთრებელი.[5][6]
მიღება
რედაქტირება- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი მიიღება ნატრიუმის ქლორიდისა და ოზონის რეაქციით, რომელიც მიმდინარეობს ოთახის ტემპერატურაზე:
- NaCl + O3 → NaClO + O2
- მიიღება ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ქლორის რეაქციით:
- NaOH + Cl2 → NaCl + NaClO + H2O
- სხვა მეთოდი მოიცავს ნატრიუმის კარბონატისა და კალციუმის ჰიპოქლორიტს შორის რეაქციას:
- Na2CO3 + Ca(OCl)2 → CaCO3 + 2NaOCl
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- International Chemical Safety Card 0482
- International Chemical Safety Card 1119
- Institut national de recherche et de sécurité
- Home and Leisure Accident Statistics 2002
- Emergency Disinfection of Drinking Water
- Chlorinated Drinking Water
- NTP Study Report TR-392: Chlorinated & Chloraminated Water
- Guidelines for the Use of Chlorine Bleach as a Sanitizer in Food Processing Operations დაარქივებული 2021-02-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peter Urben, editor (2006), Bretherick's Handbook of Reactive Chemical Hazards. 4th edition, p. 984; 7th Edition; vol. 1, pg 1433. ISBN 9780123725639, 9780080523408
- ↑ Arihiro Hamano (1997): "The formation and decomposition of sodium hypochlorite anhydrous salt and its pentahydrate". Science and Technology of Energetic Materials, volume 58, issue 4, pages 152-155.
- ↑ Malcolm Percival Applebey (1919): "Sodium hypochlorite". Journal of the Chemical Society, Transactions, volume 115, article XCVI, pages 1106-1109. doi:10.1039/CT9191501106
- ↑ Masayuki Kirihara, Tomohide Okada, Yukihiro Sugiyama, Miyako Akiyoshi, Takehiro Matsunaga, and Yoshikazu Kimura (2017): "Sodium Hypochlorite Pentahydrate Crystals (NaOCl·5H2O): A Convenient and Environmentally Benign Oxidant for Organic Synthesis". Organochemistry Process Research and Development, volume 21, pages 1925–1937. doi:10.1021/acs.oprd.7b00288
- ↑ OxyChem Sodium Hypochlorite Handbook. OxyChem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-18. ციტირების თარიღი: 2019-12-19.
- ↑ Pamphlet 96, The Sodium Hypochorite Manual. The Chlorine Institute.