კალინინგრადის საკათედრო ტაძარი

კალინინგრადის საკათედრო ტაძარი[1][2] (რუს. Кафедральный собор в Калининграде; გერმ. Konigsberger Dom[3][4]) ან კენიგსბერგის საკათედრო ტაძარი[5] ან ღვთისმშობლისა და წმინდა ადალბერტის ტაძარი[6] — უმოქმედო საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ქალაქ კალინინგრადის ისტორიულ რაიონში, კნაიპჰოფეში (ამჟამად მოსახლეობა მას „კანტის კუნძულს“ უწოდებს), ყოფილი პრუსიული ქალაქის კენიგსბერგის ერთ-ერთ კუნძულოვანი ნაწილში. შენდებოდა 1333-1380 წლებში.

კალინინგრადის საკათედრო ტაძარი
კალინინგრადის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
კალინინგრადის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 54°42′22″ ჩ. გ. 20°30′42″ ა. გ. / 54.70611° ჩ. გ. 20.51167° ა. გ. / 54.70611; 20.51167
რელიგიური კუთვნილება ლუთერანობა
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კალინინგრადის ოლქი
ადგილმდებარეობა კალინინგრადი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910201000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი აგურის გოთიკა
თარიღდება XIV საუკუნე

XVI საუკუნეში საეკლესიო რეფორმაციის დაწყებამდე ტაძარი კენიგსბერგის უმთავრეს კათოლიკურ ტაძრად რჩებოდა, ხოლო რეფორმაციის შემდეგ პრუსიის მთავარი ლუთერანული ტაძარი გახდა.

საბჭოთა წლებში კალინინგრადის საკათედრო ტაძარი იყო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და შედიოდა რესპუბლიკური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლების სიაში ნომრით 0058.

საკათედრო ტაძარი აგებულია აგურის (იგივე ბალტიური) გოთიკის სტილში. არის რუსეთის იშვიათი გოთიკური ნაგებობებიდან ერთ-ერთი.

ამჟამად ტაძარი არის ქალაქ კალინინგრადის ერთ-ერთი სიმბოლო[7][8][9].

ტაძარში ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს, შენობა გამოიყენება სამუზეუმო ექსპოზიციისათვის და მიმდინარეობს კონცერტები. მოქმედებს ევანგელისტური და მართლმადიდებლური სამლოცველოები.

პირველი საკათედრო ტაძარი ააშენეს 1297-1302 წლებს შორის პერიოდში ალტშტადტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეპისკოპოს ზიგფრიდის გარდაცვალების შემდეგ, რომლის დროსაც დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ახალი ეპისკოპოსი გახდა იოჰანი. მისი თხოვნით 1327 წელს ტევტონთა ორდენის მაგისტრმა გამოჰყო ახალი მიწის ნაკვეთი კუნძულ კნაიპჰოფზე ქალაქის მთავარი ეკლესიის ასაშენებლად.

ახალ ადგილზე ტაძრის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ფორმალურად მისი დაბადების დღედ ითვლება 1333 წლის 13 სექტემბერი (როდესაც იგი პირველად მოიხსენიება დოკუმენტში)[10]. ამ დღეს ტევტონთა ორდენის მაგისტრმა გასცა ნებართვა ტაძრის მშენებლობაზე. თავდაპირველი პროექტით ივარაუდებოდა ეკლესია-ციხესიმაგრის მშენებლობა, რადგან ტერიტორია რამდენიმე ხნის წინ დაიპყრეს, მაგრამ ორდენის გროსმეისტერმა ლუთერ ბრაუნშვაიგელმა არ გასცა ნებართვა. მშენებლობა კი გაგრძელდა, მაგრამ შენობა ახლა უკვე საკულტო ნაგებობა იყო.

ახალი ეკლესიის სამშენებლო მასალად გამოიყენეს ძველი ეკლესიის აგური, რომელიც დაშალეს. სპეციალურად ეკლესიაში მოსახვედრად ააშენეს ხიდი, რომელსაც საკათედრო უწოდეს.

ტაძრის მშენებლობის ფორმალურ დასასრულად ითვლება 1380 წელი, მაგრამ სამუშაოები მოგვიანებითაც გაგრძელდა. 1553 წელს ფასადზე მიაშენეს კოშკი.

თავდაპირველად ტაძარი იყო ერთნავიანი, მაგრამ მოგვიანებით მის დასავლეთ ნაწილში მიაშენეს სამნავიანი კორპუსი. ორდენის მმართველობის პერიოდში ეს ორი ნაწილი ერთმანეთსაგან გამოყოფილი იყო. ერთნავიან ნაგებობაში ლოცულობდნენ რაინდები, ხოლო სამნავიან შენობაში ჩვეულებრივი მრევლი. 1519 წელს ტაძარში აღესრულა უკანასკნელი კათოლიკური წირვა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ აქ შედგა პირველი ევანგელისტური ქადაგება გერმანულ ენაზე.

1528 წლიდან ეკლესია კნაიპჰოპის მრევლის კირხე გახდა. მალევე იგი საუნივერსიტეტო კირხეა, ხოლო 1650 წლიდან მის სამხრეთის კოშკში ვალენროდის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელშიც თავმოყრილი იყო უნიკალური წიგნები და ხელნაწერები. კირხეში მოწყობილი იყო აკლდამაც, რომელშიც სულ ბოლოს დაკრძალეს იმანუელ კანტი[5].

1833 წელს ტაძარი პირველად გაარემონტეს, ხოლო 1888 წელს დაამონტაჟეს ახალი ორღანი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ტაძრის ზომები იყო: სიგრძე - 88,5 მეტრი, სიმაღლე - 50,75 მეტრი. დაბომბვების შედეგად ეკლესია თითქმის მთლიანად დაიწვა. თუმცა შენობა გადარჩა.

მთელი თავისი გერმანული ისტორიის მანძილზე ეკლესია არ გამოიყენებოდა მხოლოდ საკულტო ნაგებობად. 1344 წელს გრაფმა ვილჰელმ IV ჰოლანდიელმა ეპისკოპოსისაგან მიიღო ნებართვა ტაძარში ზამთარი გაეტარებინა თავის ცხენებთან ერთად, ხოლო 1807 წელს ტაძრის ნაწილი გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ციხე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

რედაქტირება
 
ტაძრის ნანგრევები 1982 წელს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესია ნანგრევებად იყო ქცეული[11]. ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ არ ვაანგრია მხოლოდ იმიტომ, რომ მის კედელში დასაფლავებული იყო იმანუელ კანტი[12].

1960 წელს საკათედრო ტაძარმა მიიღო რესპუბლიკური მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი, მაგრამ მის გადასარჩენად არანაირი ზომები არ მიუღიათ: ნანგრევები კვლავ ნანგრევებად რჩებოდა. 1976 წელს იყო ტაძრის რესტავრაციის მცდელობა, თუმცა ამ რესტავრაციამ ზიანი უფრო მეტი მოუტანა ტაძარს ვიდრე სიკეთე. რესტავრაციის პერიოდში დაანგრიეს ომის პერიოდიდან შემორჩენილი ჩრდილოეთის კოშკის ფრონტონი. ძლიერ დაზიანდა იატაკის ეპიტაფიები.

დებატები ტაძრის მომავალზე, ახალი ენერგიით დაიწყო პერესტროიკის პერიოდში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი[13]:

  • აღედგინათ ეკლესია გერმანული ფულით. ეს ვარიანტი ყველაზე რეალური იყო (ფაქტობრივად მგვიანებით ტაძრის რესტავრაცია მთლიანად გერმანიამ დააფინანსა). ბევრი წერდა, რომ ეს გერმანიის მხრიდან იქნებოდა „მცოცავი ოკუპაცია“.
  • არ აღედგინათ და დაეკონსერვებინათ ნანგრევები, რათა ომის პერიოდის სახე შეენარჩუნებინათ.
  • გადაეცათ ეკლესია კათოლიკეებისათვის. ეს ვარიანტი სუსტი იყო, რადგან კალინინგრადის კათოლიური თემი მცირე იყო (ძირითადად ეთნიკური პოლონელები და ლიტველები, ასევე დასავლეთ უკრაინიდან და ბელარუსიდან გადასახლებულები). გარდა ამისა დიდი ხნის მანძილზე იგი არ იყო კათოლიკური.
  • აღედგინათ ტაძარი ეტაპობრივად, ფინანსების მიღების მიხედვით[14].

ტაძრის აღდგენის ქრონიკა

რედაქტირება

1992 წელს ტაძრის აღდგენით დაკავდა ფირმა „საკათედრო ტაძარი“ იგორ ალექსანდრე ძე ოდინცოვი. 1993 წელს ტაძრის ნანგრევების კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები, ხოლო 1994 წელს - სარესტავრაციო სამუშაოები. ამავე წლის 21 ივნისს დაამონტაჟეს ტაძრის წვერი, რომლის დასამონტაჟებლად გამოიყენეს ბალტიის ფლოტის თვითმფრინავი[15].

1995-1996 წლებში მიმდინარეობდა ტაძრის ეპიტაფიისა და კანტის აკლდამის რესტავრაცია. 1995 წლის შემოდგომაზე კოშკზე დაამონტაჟეს საათი და ოთხი ზარი. აღნიშნული საათი არის კალინინგრადში ყველაზე სწორი და კარგად მომუშავე საათი[15].

1996-1998 წლებში მიმდინარეობდა სახურავის აღდგენითი სამუშაოები. 1998 წლის სექტემბერში მცირე კოშკზე დაკივეს ორი ზარი. 2005 წლის ბოლოს აღადგინეს ვალენროდის ბიბლიოთეკის ინტერიერი, რომელიც ომამდე მოქმედებდა ტაძარში. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა კალინინგრადელი ხელოსნების მიერ.

კანტის საფლავი[16]

რედაქტირება

იმანუელ კანტი დაკრძალეს ტაძრის „პროფესორების აკლდამაში“ 1804 წელს და გახდა უკანასკნელი დაკრძალული ადამიანი ტაძრის კედლებში. 1880 წელს კანტის საფლავზე ააგეს სამლოცველო ნეოგოთიკის სტილში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

კანტის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ძველი სამლოცველოს ადგილზე ფრიდრიხ ლარსის პროექტის მიხედვით ააგეს ახალი ნაგებობა. ნაგებობის შიგნით მდებარეობს ქვის საფლავი, რომელიც კენოტაფს წარმოადგენს, კანტის ნეშტი მის ქვეშ არაა, იგი უფრო სიღრმეშია. ფული ნაგებობის მშენებლობისათის გაიღი ქველმოქმედმა ჰუგო სტინესმა.

კანტის საფლავი გაარემონტეს 1996 წელს, იმ პირველი რესტავრაციის ფარგლებში რომლის დროსაც აღადგინეს ტაძარი.

კულტურულ-რელიგიური ცენტრი

რედაქტირება

ტაძარი აღადგინეს, როგორც კულტურულ-რელიგიური ცენტრი. დღეისათვის აღდგენილ ტაძარში განთავსებულია ევანგელისტური და მართლმადიდებლური სამლოცველოები, ასევე მუზეუმი და იმანუელ კანტის მუზეუმი[17].

პირველი ომისშემდგომი მსახურება აღდგენილი ტაძრის კედლებში გაიმართა 1992 წლის აღდგომის დღესასწაულზე. საზეიმო ღვთისმსახურება კი გაიმართა ცოტა მოგვიანებით. 1994 წელს ღვთისმსახურება მიეძღვნა კენიგსბერგის უნივერსიტეტის 450 წლისთავს. 1995 წლის 7 მაისს ტაძარში გაიმართა სამი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლების მართლმადიდებლების, კათოლიკეებისა და პროტესტანტების ერთობლივი ღვთისმსახურება[17].

ტაძარში რეგულარულად იმართება კლასიკური და რელიგიური მუსიკის კონცერტები, მათ შორის ორი ორღანის გამოყენებით[18]. იმართება ორღანისტების საერთაშორისო კონკურსები[19].

სავაჭრო ნიშანი

რედაქტირება

2002 წელს ტაძრის არქიტექტურული სახე დარეგისტრირდა კულტურის სამინისტროში, როგორც სავაჭრო ნიშანი. ამ თვალსაზრისით მან უნდა მიიღოს იმ კომერციული მოღვაწეობის შემოსავლების 0,5 %, რომელიც დაკავშირებული იქნება მისი გამოსახულების გამოყენებასთან. მაგალითად სიგარეტს რომელსაც ეწოდება „Соборные“ და არაყი „Восточнопрусская“ იყენებენ აღნიშნულ სავაჭრო ნიშანს[20].

ტაძარი ფილატელიაში და ნუმიზმატიკაში

რედაქტირება

2005 წელს რუსეთში გამოვიდა საფოსტო მარკა, რომელიც ეძღვნებოდა კალინინგრადის დაარსების 750 წლისთავს. მასზე გამოსახული იყო ქალაქის რამვენიმე ღირსშესანიშნაობა, მათ შორის საკატედრო ტაძარიც.

საკათედრო ტაძარი გამოსახული იყო საიუბილეო მონეტაზე სერიით „რუსეთის უძველესი ქალაქები“, რომელიც გამოვიდა 5 მილიონიანი ტირაჟით 2005 წელს. მონეტაზე დატანილია ეკლესია სახურავვის გარეშე, ანუ 1996 წლის მდგომარეობით[21][22].

 
 
რუსეთის საფოსტო მარკა „კალინინგრადის 750 წლისთავი“ (2005 წელი). რუსეთის საიუბილეო მონეტა 10 რუბლის ნომინალის, სერიით „რუსეთის უძველესი ქალაქები“, ეძღვნება კალინინგრადს (რევერსი, 2005 წელი).

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

2007 წელს საკათედრო ტაძარი შედიოდა „რუსეთის შვიდი საოცრების“ პრეტენდენტთა სიაში[23]. 2008 წელს აქციის „ქარვის მხარის შვიდი საოცრების“ ფარგლებში ტაძარი დაასახელეს კალინინგრადის ოლქის მთავარ სიმბოლოდ[24].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Michael Lilienthal: Historische Beschreibung Des Thums, Oder der Cathedral-Kirchen, Der Stadt Kneiphoff-Konigsberg, Konigsberg 1716 (Digitalisat MDZ Munchen)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Кафедральный собор в Калининграде. // sobor-kaliningrad.ru
  2. И. А. Одинцов, директор Государственного музейного комплекса «Кафедральный собор», г. Калининград—Кёнигсберг. «Восставший из руин». История Кафедрального собора в Калининграде. Статья из периодического издания Европейского союза независимых журналистов «Объектив» (№ 1(6), январь 2014 года). // sobor-kaliningrad.ru
  3. Manfred Gerner, Igor A Odinzow: Der Konigsberger Dom. Zentrum Handwerk und Denkmalpflege, 1998, ISBN 3-931991-21-0(გერმანული)
  4. August Rudolph Gebser: Geschichte der Domkirche zu Konigsberg und des Bisthums Samland, mit einer ausfuhrlichen Beschreibung der Reformation im Herzogthum Preu?en. Konigsberg 1835, (Digitalisat Google История Кафедрального собора Кёнигсберга (გერმანული))
  5. 5.0 5.1 Кафедральный собор в Калининграде. История собора. // sobor-kaliningrad.ru
  6. БРЭ/Калининград (бывший Кёнигсберг)
  7. Историческая справка. История города Калининграда (Кёнигсберга). Официальный сайт администрации городского округа «Город Калининград» // klgd.ru
  8. Урок истории Западной России. Тема: «Кафедральный собор» (посвящается 750-летию Калининградской области). // school.baltinform.ru
  9. Калининградская область. Краткая справка. Энциклопедия «Вокруг света» // vokrugsveta.ru
  10. И. А. Торопова, искусствовед, кандидат педагогических наук, доцент Калининградского филиала Института управления и экономики (Санкт-Петербург). Информация о книге — Балдур Кёстер. «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени». Перевод с немецкого языка Алексея Шабунина (2000 год). დაარქივებული 2016-11-14 საიტზე Wayback Machine. // architektura39.ru
  11. Балдур Кёстер Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-11. ციტირების თარიღი: 2018-06-12.
  12. Кёнигсберг-Калининград, 1255—2005: иллюстрированный энциклопедический справочник / ред. А. С. Пржездомский. — Калининград: Янтарный сказ, 2006. — 800 с.
  13. Кенигсберг и собор. Символ древнего города от разрушения спасла могила Иммануила Канта
  14. Вещь не в себе
  15. 15.0 15.1 Марк КАБАКОВ. Полковник Одинцов восстанавливает Калининградский Кафедральный собор// Газета «Культура»
  16. Балдур Кёстер «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени» . Перевод с немецкого (текст დაარქივებული 2007-07-18 საიტზე Wayback Machine. ). Данные оригинального немецкого издания: Baldur Koster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5
  17. 17.0 17.1 Собор на сайте «Чудеса России». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2018-06-13.
  18. Кафедральный собор на сайте областного министерства культуры[მკვდარი ბმული]
  19. Международный конкурс органистов имени М.Таривердиева
  20. Калининград. Дирекция Кафедрального собора намерена судиться из-за незаконного использования изображения собора. Информационное агентство «Регнум». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2018-06-13.
  21. Работники музея кафедрального собора Калининграда недовольны изображением этого храма на памятной монете. // kaliningrad.ru
  22. Калининград стал древним городом России დაარქივებული 2006-01-03 საიტზე Wayback Machine. Газета «Комсомольская правда» (Калининград) // kaliningrad.kp.ru (19 мая 2005 года)
  23. Кафедральный собор Калининграда претендует на звание одного из чудес России, Газета.ру, 15 июля 2007
  24. Названы «Семь чудес янтарного края»