კავკასიძეების ციხე
კავკასიძეების ციხე, ოთხთა ეკლესიის ციხე, თექქალე (თურქ. Tekkale) — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, მდ. ჭოროხის პირას, სამხრეთ-დასავლეთ სასაზღვრო ზოლში მდებარე ერთ-ერთი სიმაგრე საქართველოს სამეფოსა და სამცხე-საათაბაგოში.
ექვთიმე თაყაიშვილი წიგნში „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო წარწერით:
„ციხე მდინარე ოთხთა ეკლესიის - წყლის მარცხენა ნაპირზე.“
|
ამავე წიგნში დამოწმებულია ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული. ამ ისტორიული ძეგლზე სხვა თითქმის არაფერია ცნობილი. აი, რას მოგვითხრობს კავკასიძეების ციხის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი:
კავკასიძეები პარხლის მფლობელნი იყვნენ და, როგორც ჩანს, ოთხთა ეკლესიაც მათი კუთვნილება იყო. მათგან უძველესი, პეტრიკ კავკასიძე იხსენიება შემოქმედის (გურია) XI საუკუნის წარწერაში, ბაგრატ IV-ის პირველ მეუღლესთან ელენესთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კუდავა ბ., კავკასიძეების ციხე (ახალი მასალა ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის, ფერწერისა და ეპიგრაფიკისთვის), საერთაშორისო კონფერენცია „უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა“, მოხსენებათა თეზისები, თბ., 2011.