ელენე (ბაგრატ IV-ის მეუღლე)

ბიზანტიელი დიდგვაროვანი ქალი, საქართველოს დედოფალი

ელენე არგიროსი, ელენე არგიროპულენა (ბერძ. Ἑλένη Ἀργυρή / Ἀργυροπούλαινα; დ. დაახლ. 1018 — გ. დაახლ. 1032/1033) — ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმის მაგისტროს ბასილ არგიროსის ქალიშვილი, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე.[2].

ოშკის ტაძრის ფრესკა, რომელიც, სავარაუდოდ, ბანაში ბაგრატისა და ელენეს ჯვრისწერის სცენას ასახავს.[1]

ბაგრატისა და ელენეს შეუღლება შედეგად მოჰყვა ბაგრატ IV-ის დედის მარიამ დედოფლის დიპლომატიურ მისიას კონსტანტინეპოლში 1029-1030 წლებში. მარიამი საქართველოში სარძლოსთან ერთად დაბრუნდა. ბაგრატმა და ელენემ ჯვრისწერა ბანას ტაძარში გადაიხადეს. „მატიანე ქართლისას“ ცნობით:

და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი.[3]

გადმოცემით, ელენეს სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულთმოქმედი ხატის და სხვა ქრისტიანული სიწმინდეების, მათ შორის ქრისტეს ერთ-ერთი სამსჭვალის, საქართველოში ჩამოტანა.[2][4] ელენე მალევე გარდაიცვალა. ბაგრატმა ცოლად ოსთა მეფის ასული ბორენა შეირთო.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამუშია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 625.
  • ბუაჩიძე გ., ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობიდან იაჰია ანტიოქიელის ისტორიაში, კრ.: ქართული დიპლომატია, ტ. 3, თბ., 1996.
  • გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.
  • უილიამ ევარდ დევიდ ალენი (1932), A History of the Georgian People: From the Beginning Down to the Russian Conquest in the Nineteenth Century. Taylor & Francis, ISBN 0710069596.
  • ენტონი ისტმუდი (1998), Royal Imagery in Medieval Georgia. Penn State Press, ISBN 0271016280.
  • რობერტ ტომსონი (1996), Rewriting Caucasian History. Oxford University Press, ISBN 0198263732.
  • (ფრანგული) ჟან ფ. ვანიერი (1975), Familles byzantines, les Argyroi: IXe-XIIe siècles. Paris: Publications de la Sorbonne.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Eastmond (1998), p. 204.
  2. 2.0 2.1 Vannier (1975), pp. 47–48.
  3. 3.0 3.1 „მატიანე ქართლისა“
  4. Allen (1932), p. 305.
წინამორბედი:
ალდე დედოფალი
საქართველოს დედოფალი
1032–1033
შემდეგი:
ბორენა (დედოფალი)