ალდე დედოფალიგიორგი I-ის მეორე ცოლი, ოსთა მეფის ასული. ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილთან - დემეტრე უფლისწულთან ერთად ცხოვრობდა ანაკოფიის ციხეში. 1032 წელს, ბაგრატ IV-თან შინადინასტიური ბრძოლების დროს, მან და დემეტრემ ანაკოფია ბერძნებს გადასცეს. დემეტრე უფლისწულის გარდაცვალების შემდეგ ალდე დედოფალი შვილიშვილთან (დემეტრეს შვილთან) ერთად ოსეთში დასახლდა.

დემეტრე და ალდე დედოფალი ხვდებიან ბიზანტიის იმპერატორს, მინიატიურა იოანე სკილიცეს ნაშრომიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;