კავკასიური თრია
მღრღნელი ციყვისებრთა ოჯახიდან
კავკასიური თრია (ლათ. Spermophilus musicus) — მღრღნელი ციყვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 20–38 სმ აღწევს, კუდის სიგრძე სხეულის ზომის ნახევარს შეადგენს. დაფარულია მურა, ნაცრისფერი ბეწვით. საქართველოში გავრცელებულია კავკასიონზე, თერგის სათავეებთან. ბინადრობს უდაბნოში, ველებსა და ტყე-ველებზე, გვხვდება მთის ლანდშაფტებშიც. აქტიურ ცხოვრებას მხოლოდ 80–100 დღე ეწევა, დანარჩენ დროს ზამთრის ძილქუშში ატარებს. შობს 3–11 (საშუალოდ 6–8) ნაშიერს. იკვებება მცენარეებით. ერთ თრიას შეუძლია წელიწადში 4,5 კგ მარცვლეულის განადგურება. გადააქვს ინფექციური დაავადებები. მის ტყავი ბეწვეულის წარმოებაში გამოიყენება.[1][2]
კავკასიური თრია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Spermophilus musicus (Ménétries, 1832) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 42470 | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699.