კადარი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
კადარი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ლათის თემში. მდებარეობს კოდორის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მ, გულრიფშიდან 57 კმ., ლათადან 5 კმ. 1948 წლამდე ეწოდებოდა ჩემბერგი[1] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 418.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 295.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023