იუსუფ ზუეინი
იუსუფ ზუეინი ( არაბ. يوسف زعين , d. 1931, აბუ ქამალი, სირიის სამანდატო ტერიტორია — გ. 10 იანვარი, 2016, სტოკჰოლმი, შვედეთი ) — სირიელი სახელმწიფო მოღვაწე, ბაასის პარტიის წევრი 1957 წლიდან. ორჯერ იყო სირიის პრემიერ-მინისტრი (1965 და 1966-1968 წლებში).[1]
იუსუფ ზუეინი | |
არაბ. يوسف زعين | |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 თებერვალი 1966 – 29 ოქტომბერი 1968 | |
პრეზიდენტი | ნურედდინ ალ-ათასი |
წინამორბედი | სალაჰ ად-დინ ბიტარი |
მემკვიდრე | ნურედდინ ალ-ათასი |
სირიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 სექტემბერი 1965 – 21 დეკემბერი 1965 | |
პრეზიდენტი | ნურედდინ ალ-ათასი |
წინამორბედი | ამინ ალ-ჰაფეზი |
მემკვიდრე | სალაჰ ად-დინ ბიტარი |
სოფლის მეურნეობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
მარტი 1963 – 1964 | |
დაბადებული | 1931 აბუ-ქემალი, სირია |
გარდაცვლილი | 10 იანვარი 2016 სტოკჰოლმი, შვეცია |
პოლიტიკური პარტია | ბაასი |
განათლება | დამასკოს უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო დამასკოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ მოხალისედ წავიდა ალჟირის განმათავისუფლებელ ომში, იბრძოდა ჰუარი ბუმედიენის რაზმში. 1957 წელს სირიაში დაბრუნების შემდეგ მისი ყურადღება მიიპყრო ბაასის პარტიის მიერ გამოცხადებულმა სოციალისტურმა და პანარაბულმა იდეებმა და გახდა მისი წევრი.
1963 წლის 8 მარტის ბაასის პარტიის მიერ ორგანიზებული გადატრიალების შემდეგ, დაიკავა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა: მისი მთავარი ამოცანა გახდა აგრარული რეფორმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა მსხვილი მემამულეების მიწის ფართომასშტაბიან კონფისკაციას და ამ მიწების გადაცემას ღარიბი და გაჭირვებული სოფლის ფენებისთვის.
შიდაპარტიულ ბრძოლაში, რომელიც მალე დაიწყო გამოცდილ, სამოქალაქო ზომიერ ფრთას შორის, რომლის ლიდერები იყვნენ მიშელ აფლიაკი და სალაჰ ალ-დინ ბიტარი, და ახალგაზრდულ ფრთას, რომელიც ძირითადად სამხედროებისგან შედგებოდა (მისი მთავარი ლიდერები იყვნენ სალაჰ ჯადიდი და ჰაფეზ ალ- ასადი ). პოლიტიკოსმა ამ უკანასკნელის მხარე დაიკავა.
1965 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა სირიის პრემიერ მინისტრად. გამოაცხადა რადიკალური სოციალური რეფორმების ამბიციური პროგრამა სირიის სოციალისტური ტრანსფორმაციის მიმართულებით და საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა სსრკ-სა და CMEA-ს ქვეყნებთან თანამშრომლობას. 1966 წლის 23 თებერვლის შიდაპარტიული გადატრიალების შემდეგ, რის შედეგადაც ჯადიდი და ასადი მოვიდნენ ხელისუფლებაში, იუსუფ ზუეინი კვლავ პრემიერ მინისტრად დაინიშნა.
ხსენებული პოსტი ეკავა 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს, თუმცა დიდი კრიტიკა დაიმსახურა სახელმწიფო საქმეების არასაკმარისად ოსტატურად მართვასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის მიმართ კრიტიკა ომის შემდეგ გაიზარდა, ამჟამად უკვე იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. 1968 წლის ოქტომბერში იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[2]
იუსუფ ზუეინი დაახლოებული იყო სალაჰ ჯადიდთან, ამიტომ მისი დამხობის და ჰაფეზ ასადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1970 წლის 13 ნოემბერს. პოლიტიკოსი დააპატიმრეს. მან ციხეში 11 წელი გაატარა. გაათავისუფლეს 1981 წელს და მიეცა საშუალება გამგზავრებულიყო გაერთიანებულ სამეფოში სამკურნალოდ. გამოჯანმრთელების შემდეგ ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა უნგრეთში, შემდეგ კი შვედეთში.
იუსუფ ზუეინი გარდაიცვალა 2016 წლის 10 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სტოკჰოლმში, შვედეთში 84 წლის ასაკში. [3] [4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria, 1900–2000, Seattle, 2002, pp. 354-355 წწ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Sök gravsatt på SvenskaGravar.se". Archived from the original on 2021-02-10. Retrieved 2020-12-22.
- ↑ "Syria : a country study". Library of Congress, Washington, D.C. 20540 USA. Retrieved 2024-03-22.
- ↑ وفاة رئيس الوزراء السوري الأسبق يوسف الزعين في استوكهولم – التجمع الوطني الحر (2016-02-07). ციტირების თარიღი: 2023-10-13
- ↑ Dr. Yusuf Zu’ayyin from the city of Albu Kamal, a former prime minister of Syria, has passed away in Sweden | en.deirezzor24.net (2016-01-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13. ციტირების თარიღი: 2023-10-13