მთავარი მენიუს გახსნა

„იურული პარკი“ (ინგლ. Jurassic Park) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მედია ფრენჩაიზი. სიუჟეტის ცენტრშია მეცნიერთა მომაკვდინებელი მცდელობა შექმნან გასართობი პარკი, დასახლებული კლონირებული დინოზავრებით. ფილმზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1990 წელს კომპანიებმა Universal Pictures და Amblin Entertainment მოიპოვეს მაიკლ კრაიტონის რომანის საავტორო უფლებები.[1]

იურული პარკი
Jurassic Park (franchise logo).png
შემქმნელი მაიკლ კრაიტონი
ორიგინალური ნამუშევარი „იურული პარკი“ (1990)
მფლობელი
გამოცემები
რომან(ებ)ი
კომიქსები
კინო და ტელევიზია
ფილმ(ებ)ი
მოკლემეტრაჟიანი ფილმ(ებ)ი
  • „Lego Jurassic World: The Indominus Escape“ (2016)
  • „Lego Jurassic World: Employee Safety Video“ (2016)
  • „Lego Jurassic World: Rescue Blue“ (2018)
თამაშები
ვიდეო თამაშ(ებ)ი ვიდეო თამაშების სია
აუდიო
საუნდტრეკ(ებ)ი
სხვადასხვა
თემატური პარკების ატრაქციონები
  • Jurassic Park: The Ride (1996)
  • Canopy Flyer (2010)
  • Dino-Soarin' (2010)
  • Jurassic Park Rapids Adventure (2010)
  • The Flying Dinosaur (2016)
ოფიციალური საიტი
jurassicworld.com

წიგნს დიდი წარმატება ჰხვდა წილად, ისევე როგორც სტივენ სპილბერგის 1993 წლის კინოადაპტაციას, რომელსაც მოჰყვა ოთხი გაგრძელება, თუმცა რომანის მოტივებზე გადაღებულია სერიის მხოლოდ პირველი და მეორე ფილმი. 1993 წლიდან ფრენჩაიზის მოიტვებზე შექმნილია უმრავი ვიდეო თამაში. აგრეთვე შეიქმნა სერიაზე დაფუძნებული რამდენიმე თემატური პარკების ატრაქციონი: Jurassic Park: The Ride (1996), Canopy Flyer (2010), Dino-Soarin' (2010), Jurassic Park Rapids Adventure (2010), The Flying Dinosaur (2016).

2011 წლის 25 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა ტრილოგიის DVD და Blu-ray ვერსია.[2] 2013 წლის 5 აპრილს გამოვიდა ფილმის ხელახალი გამოცემა 3D-ში.[3]

მეოთხე ნაწილის, „იურული სამყაროს“ გამოსვლა დაგეგმილი იყო 2005 წელს,[4] მაგრამ მასზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა და საბოლოოდ ფილმმა მზის შუქი იხილა 2015 წლის ივნისში.[5] ის იქცა პირველ ფილმად, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[6] ხოლო მთლიანი შემოსავალი 1.6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ხდის მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში.[7] 2016-2018 წლებში გამოვიდა სერიაზე დაფუძნებული Lego-ს სამი ანიმაციური ფილმი: „Lego Jurassic World: The Indominus Escape“, „Lego Jurassic World: Employee Safety Video“ და „Lego Jurassic World: Rescue Blue“

2018 წლის ივნისში გამოვიდა სერიის მეხუთე ნაწილი „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[8][9] 2021 წლის 11 ივნისისთვის დაგეგმილია მეექვსე ფილმის გამოცემა, რომლის სავარაუდო სახელწოდება იქნება „იურული პარკი 3“.[10][11] დღეის მონაცემებით, ფრენჩაიზის მთლიანი შემოსავალი შეადგენს 7 მილიარდ აშშ-დოლარს.

ფილმებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. DVD Production Notes
  2. Shaffer, R.L.. (25 ოქტომბერი, 2011) Jurassic Park: Ultimate Trilogy Blu-ray Review. წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2018.
  3. Jurassic Park Re-release. The Hollywood Reporter. Universal. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2012.
  4. Early-bird specials“, Variety, 22 დეკემბერი, 2002. წაკითხვის თარიღი: 2014-12-10. 
  5. Nancy Tartaglione. (15 ივნისი, 2015) 'Jurassic World' Historic Global Bow Hits $524.4M; $315.6M Intl; Bests Franchise Lifetime In 25 Territories – Update. (Penske Media Corporation). დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 ივნისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 16 ივნისი, 2015.
  6. Acuna, Kirsten. (14 ივნისი, 2015) 'Jurassic World' is the first movie ever to crack $500 million in its opening weekend. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2018.
  7. Ginnekin, Van. Screening Difference: How Hollywood's Blockbuster Films Imagine Race. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2017.
  8. Karmali, Luke. (13აგვისტო, 2015) Jurassic World Sequel Opening in UK Cinemas Before US. წაკითხვის თარიღი: აგივსტო, 27, 2015
  9. Rebecca Ford. (23 ივლისი, 2015) 'Jurassic World 2' Set for 2018. The Hollywood Reporter. (Prometheus Global Media). წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2015.
  10. Jurassic World 3 will be released June 11, 2021. Facebook (21 თებერვალი, 2018). წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო, 2018.
  11. Squires, John. (21 თებერვალი, 2018) Life Continues to Find a Way as 'Jurassic World 3' is Already Dated for Release!. ციტატა: „Variety is reporting that Jurassic World 3, which surely won't actually be the official title, will be hitting theaters on 11 ივნისი, 2021, three years after Fallen Kingdom.“ წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2018.