იურული პარკი (რომანი)

მაიკლ კრაიტონის რომანი

„იურული პარკი“ (ინგლ. Jurassic Park) — ამერიკელი მწერლის, მაიკლ კრაიტონის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, გამოსული 1990 წელს. რომანში მოთხრობილია გენური ინჟინერიის მეშვეობით დინოზავრების კლონირება და დინოზავრებით დასახლებული პარკის ნგრევა.

„იურული პარკი“
Jurassic Park

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი მაიკლ კრაიტონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი
გამომცემელი Alfred A. Knopf
გამოცემის თარიღი 20 ნოემბერი, 1990[1]
გვერდი 400
oclc 22511027
მომდევნო „დაკარგული სამყარო“
ISBN 0-394-58816-9

1993 წელს, რეჟისორ სტივენ სპილბერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც დიდი წარმატება ჰხვდა წილად, ხოლო ფილმის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,[2] რასაც მოჰყვა რამდენიმე გაგრძელება.

წიგნი იქცა ბესტსელერად და კრაიტონის ყველაზე წარმატებულ რომანად. წიგნმა, აგრეთვე მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. 1996 წელს წიგნმა მიიღო BILBY Award-ის ჯილდო.[3] 1995 წელს გამოვიდა წიგნის გაგრძელება „დაკარგული სამყარო“. 1997 წელს ორივე რომანი გამოიცა ერთ წიგნად, სახელწოდებით „იურული სამყარო“, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ამავე სახელწოდების ფილმთან.[4][5][6]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Copyright information for Jurassic Park. United States Copyright Office. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2016.
  2. Jurassic Park (1993). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2013.
  3. Previous Winners of the BILBY Awards: 1990 – 96. The Children's Book Council of Australia Queensland Branch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-19. ციტირების თარიღი: 2018-08-04.
  4. Crichton, Michael (1997). Michael Crichton's Jurassic World. Alfred A. Knopf. 
  5. Michael Crichton's Jurassic world (information). Library of Congress. ციტირების თარიღი: 2015-01-28.
  6. Michael Crichton's Jurassic World: Jurassic Park, The Lost World. Barnes & Noble. ციტირების თარიღი: 2015-01-28.