დაკარგული სამყარო: იურული პარკი

„იურული პარკი: დაკარგული სამყარო“ (ინგლ. The Lost World: Jurassic Park) — 1997 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რიგით მეორე ფილმი „იურული პარკის“ სერიიდან და 1993 წელს გამოსული „იურული პარკის“ პირდაპირი გაგრძელება, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, პროდიუსერები არიან გერალდ მოლენი და კოლინ უილსონი,[4] სცენარი ეკუთვნის დევიდ კეპს. დაფუძნებულია მაიკლ კრაიტონის 1995 წლის რომანზე „დაკარგული სამყარო“. ფილმში იან მალკოლმის როლით ბრუნდება მსახიობი ჯეფ გოლდბლუმი — ქაოსის თეორიტიკოსი და ექსცენტრიული მათემატიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფს, რომელშიც შედიან: ჯულიანა მური, პიტ პოსტლეთუეიტი, არლის ჰაუარდი, ვინს ვონი და ვანესა ლი ჩესტერი. გოლდბლუმი ერთადერთი მსახიობია პირველი ფილმიდან, რომელიც ბრუნდება როგორც მთავარი როლის შემსრულებელი. ფილმში კამეო როლი აქვს რიჩარდ ატენბოროს (ჯონ ჰემონდი),[5] ხოლო მოკლე როლები ჰხვდათ წილად ჯოსეფ მაცელოს და არიანა რიჩარდს.

„დაკარგული სამყარო: იურული პარკი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი დევიდ კეპი
ეფუძნება მაიკლ კრაიტონი„დაკარგული სამყარო“
როლებში
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი იანუშ კამინსკი
მონტაჟი მაიკლ კანი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • 19 მაისი, 1997 (1997-05-19) (ლოს-ანჯელესი)
  • 23 მაისი, 1997 (1997-05-23) (აშშ)
ხანგრძლივობა 129 წუთი[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 73 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 618.6 მილიონი აშშ დოლარი[3]

ფილმის სიუჟეტი მიმდინარეობს წინა სერიის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ, რომლის ცენტრშია კოსტა-რიკის გამოგონილი კუნძული ისლა-სორნა, სადაც ჯონ ჰემონდის კომპანია InGen-ის მიერ კლონირებული დინოზავრები თავისუფლად დათარეშობენ. მას შემდეგ, რაც ჰემონდი გაიგებს, რომ მისი ძმისშვილი, რომელიც კონტროლს იღებს InGen-ზე, აპირებს შეიპყროს კუნძულზე მყოფი დინოზავრები და წამოიყვანოს ისინი მატერიკზე, იგი იან მალკოლმის ხელმძღვანელობით აგზავნის ექსპედიციას კუნძულზე. თავდაპირველად ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა შემდეგ გადარჩენის მიზნით ერთიანდება.

ორიგინალი წიგნის გამოშვებისა და პირველი ფილმის წარმატების შემდეგ, კრაიტონმა, ფანების დაჟინებული თხოვნით დაწერა პირველი წიგნის გაგრძელება „დაკარგული სამყარო“, რომელიც გამოსცა 1995 წელს.[6] ფილმის გადაღებები დაიწყო 1996 წლის 5 სექტემბერს და ძირითადად მიმდინარეობდა კალიფორნიაში, ისევე როგორც ჰავაის კუძულ კაუაიზე, სადაც პირველი ფილმი იქნა გადაღებული. შემდეგში გადაღებებმა გადაინაცვლა Universal Studios Hollywood-ის სტუდიაში.[7] პრემიერა შედგა 1997 წლის 19 მაისს[8] Cineplex Odeon-ის თეატრში, იუნივერსალ-სიტში, კალიფორნიის შტატში.[9][10] 2000 წლის 10 ოქტომბერს გამოიცა DVD ვერსია, რომელსაც თან ახლდა ფილმის წინა ნაწილი.[11]

ფილმმა მიიღო შერეული შეფასებები კინო კრიტიკოსებისგან. პროექტი ნომინირებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალზე. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მთლიანი რეიტინგი შეადგენს 53%.[12] ფილმს დიდი ფინანსური წარმატება ჰხვდა წილად, რომლის შემოსავალმა 618.6 მილიონი დოლარი შეადგინა.[3] 2011 წლის 18 ივლისს გამოვიდა გაგრძელება „იურული პარკი III“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 The Lost World: Jurassic Park. AFI Catalog of Feature Films. ციტირების თარიღი: 9 ივლისი, 2017.
  2. The Lost World – Jurassic Park. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-07. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 The Lost World: Jurassic Park (1997). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2009.
  4. Stephen Holden (1997-05-23). „The Lost World: Jurassic Park“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-07-07.
  5. Srcherd, Army (1994-11-14). „South African welcomes Attenborough — this time“. Variety. ციტირების თარიღი: 2017-06-09.
  6. Copyright information for The Lost World. United States Copyright Office. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2016.
  7. Production section. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  8. Los Angeles Premiere of 'The Lost World: Jurassic Park' (1997-05-19). ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  9. 'The Lost World' Premiere“. Jet. 1997-06-16. ციტირების თარიღი: 2017-05-19.
  10. Puig, Claudia (1997-08-26). „You and a Guest Are Not Invited“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2017-05-19. ციტატა: „In May, the premiere for "The Lost World: Jurassic Park" was held in similar low-key style at Universal City's Cineplex Odeon theaters. Lots of stars turned out anyway, and the film made a record-breaking $90.2 million on its opening four-day weekend and went on to become one of the year's biggest hits to date.“
  11. Jurassic Park / The Lost World: The Collection. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-24. ციტირების თარიღი: 2007-03-06.
  12. The Lost World: Jurassic Park. Rotten Tomatoes. Flixster/Warner Bros.. ციტირების თარიღი: 2017-07-23.