ხუან ანტონიო ბაიონა

ხუან ანტონიო გარსია ბაიონა[1] (ესპ. Juan Antonio García Bayona; 9 მაისი, 1975) — ესპანელი კინორეჟისორი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „თავშესაფარი“ (2007), „შეუძლებელი“ (2012), „მონსტრი გიხმობს“ და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018).[2] იგი აგრეთვე არის სატელევიზიო რეკლამებისა და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი.

ხუან ანტონიო ბაიონა

ბაიონა 2018 წელს
მშობლიური სახელი Juan Antonio García Bayona
დაბადების სახელი ხუან ანტონიო გარსია ბაიონა
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1975 (1975-05-09) (49 წლის)
ბარსელონა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელი
მოქალაქეობა ესპანეთის დროშა ესპანეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1999-დღემდე

ბაიონა დაიბადა 1975 წლის 9 მაისს ბარსელონაში, ესპანეთში.[3][4] თავდაპირველად დაკავებული იყო რეკლამებისა და მუსიკალური კლიპების რეჟისორობით. 1999 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩემი არდადეგები“. 2006 წელს გადაიღო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „თავშესაფარი“, რომლის პროდიუსერი გილერმო დელ ტორო იყო.

მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის სამჯერ გოიას და ერთხელ გაუდის ჯილდო.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Escales, Carme (16 ოქტომბერი, 2013). „De esconder que era de 'la Trini' pasé a sentir orgullo“. El Periódico de Catalunya (ესპანური). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Goldberg, Matt. (18 აპრილი, 2016) 'Jurassic World 2': J.A. Bayona Confirmed to Direct. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018.
  3. Murguía, Salvador Jimenez; Pinar, Alex (18 მაისი, 2018) The Encyclopedia of Contemporary Spanish Films. Rowman & Littlefield, გვ. 420. ISBN 978-1-4422-7133-3. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018. 
  4. JurassicWorld. (9 მაისი, 2017) Wishing a very happy birthday to @FilmBayona, Director. ციტირების თარიღი: 20 ივნისი2018